საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №03/171 ბრძანების დანართი №1-ში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №03/171 ბრძანების დანართი №1-ში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 03/58
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 04/03/2014
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/03/2014
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
03/58
04/03/2014
ვებგვერდი, 12/03/2014
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №03/171 ბრძანების დანართი №1-ში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის

ბრძანება №03/58

2014 წლის 4 მარტი

ქ. თბილისი


საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №03/171 ბრძანების დანართი №1-ში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 63-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1. კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №03/171 ბრძანების დანართ №1-ში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

დანართ №1-ში შეტანილი რიგითი ნომერი 26 – უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მემორიალის მისამართი,  „ახმეტის მუნიციპალიტეტი, სოფ. დერბი”, შეიცვალოს შემდეგი რედაქციით – 'ახმეტის მუნიციპალიტეტი, სოფ. დუისი' და ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.

მუხლი 2. დაევალოს კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დეპარტამენტს ამ ბრძანების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში, ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული ობიექტის მონაცემების სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვა.

მუხლი 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს მთავრობაში (მისამართი: ქ. თბილისი, პავლე ინგოროყვას ქუჩა №7).  

 

   მირიანე ოდიშარია



დანართი

 

26.

DSC_3200

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მემორიალი

ახმეტის მუნიციპალი-ტეტი,

სოფ. დუისი

არქიტექტურის

1985 წ.