დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 385 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 06/03/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/03/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016755 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №385
2014 წლის 6 მარტი
ქ. თბილისი
სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს:
ა) ქალაქ წყალტუბოს ინფრასტრუქტურული, საზოგადოებრივი და კულტურული დანიშნულების ობიექტების (რკინიგზის სადგური, თეატრი, გამგეობის შენობა, საფეხმავლო ხიდები) სამშენებლო-საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირებისათვის საჭირო საპროექტო მომსახურების შესყიდვა;
ბ) ქალაქ წყალტუბოს პარკის წრიული გზის კონცეპტუალური პროექტის კორექტირებისა და სამუშაო ნახაზების მომზადებისათვის საჭირო საპროექტო მომსახურების შესყიდვა;
გ) ქალაქ ვანის არქეოლოგიური მუზეუმის სამშენებლო-საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირებისათვის საჭირო საპროექტო მომსახურების შესყიდვა;
დ) ამ განკარგულების ,,ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება ,,საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე , სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის დამტკიცებული „რეგიონალური განვითარების პროექტი II (იმერეთი) (მსოფლიო ბანკი)“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი : 25 03 06) განსაზღვრული ასიგნებებიდან;
ე) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების ,,ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად საჭირო სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები