ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

  • Word
ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 381
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/03/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/03/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016752
  • Word
381
06/03/2014
ვებგვერდი, 13/03/2014
000000000.00.003.016752
ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 381

2014 წლის 6 მარტი

ქ. თბილისი

ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 22 პუნქტის საფუძველზე, ანგარიშებზე განთავსებული თავისუფალი ნაშთიდან ამ პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნტებში მითითებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა ამავე ქვეპუნტებით განსაზღვრული თანხა 2014 წლის 1 მაისამდე მიმართონ სახელმწიფო ბიუჯეტში :

ა) სსიპ - შემოსავლების სამსახურმა - 15 000 000 (თხუთმეტი მილიონი) ლარი;

ბ) სსიპ - აღსრულების ეროვნულმა ბიურომ - 14 000 000 (თოთხმეტი მილიონი) ლარი;

გ) სსიპ - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ - 2 000 000 (ორი მილიონი) ლარი;

დ) სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ - 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველყოფის მიზნით, ამავე პუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბიუჯეტების ცვლილება არ საჭიროებს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებას.

3. ცნობად იქნეს მიღებული, რომ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, ამავე კანონის მე-13 მუხლის 22 პუნქტის საფუძველზე, მათი ბიუჯეტების შესრულების ტენდენციის გათვალისწინებით, 2014 წლის განმავლობაში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შესაძლებელია დაევალოთ სახელმწიფო ბიუჯეტში თავისუფალი ნაშთის ნაწილის მიმართვა .

პრემიერ-მინისტრი                                       ი . ღარიბაშვილი