დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობით წარმოშობილი უიმედო ვალის ჩამოწერაზე თანხმობის გაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 377 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 06/03/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/03/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016748 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №377
2014 წლის 6 მარტი
ქ. თბილისი
ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობით წარმოშობილი უიმედო ვალის ჩამოწერაზე თანხმობის გაცემის შესახებ
1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის მე- 14 ნაწილის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა სს „ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ 2013 წელს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიწოდებული ელექტროენერგიის გადაცემა-დისპეტჩერიზაციის მომსახურების ჯამური ღირებულების – 10 434 326 .23 (ათი მილიონ ოთხასოცდათოთხმეტი ათას სამასოცდაექვსი ლარი და ოცდასამი თეთრი ) ლარის ოდენობის ვალის, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობით წარმოშობილი უიმედო ვალის ჩამოწერაზე.
2. სს „ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ უზრუნველყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უიმედო ვალის ჩამოწერა და შესაბამის ფინანსურ (გადასახადის გადამხდელის საბუღალტრო ანგარიშებში) ანგარიშებში ასახვა.
3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 108 -ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სს „ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ უფლებამოსილია უიმედო ვალად აღიარებული დავალიანება - 10 434 326 .23 (ათი მილიონ ოთხასოცდათოთხმეტი ათას სამასოცდაექვსი ლარი და ოცდასამი თეთრი ) ლარის ოდენობით (წარმოშობილი 2013 წელს) გამოქვითოს 2014 წლის ერთობლივი შემოსავლიდან, თუ შესაბამისი შემოსავლები წინა საანგარიშო პერიოდებში შეტანილია ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ ერთობლივ შემოსავალში.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გათვალისწინებულ იქნეს ამ განკარგულების საფუძველზე სს „ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ განხორციელებული სათანადო ქმედებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე 2013 წელს განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობით წარმოშობილი უიმედო ვალის ჩამოწერასთან დაკავშირებით.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები