დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობას, „Optimum Enerji Üretim A.Ş-ს“, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ და შპს „ენერგოტრანსს“ შორის 2011 წლის 19 თებერვალს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 376 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 06/03/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/03/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016747 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №376
2014 წლის 6 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობას, „Optimum Enerji Üretim A.Ş-ს“, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ და შპს „ენერგოტრანსს“ შორის 2011 წლის 19 თებერვალს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობას, „Optimum Enerji Üretim A.Ş-ს“, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ და შპს „ენერგოტრანსს“ შორის დასადები შეთანხმების პროექტი საქართველოს მთავრობას, „Optimum Enerji Üretim A.Ş-ს“, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ და შპს „ენერგოტრანსს“ შორის 2011 წლის 19 თებერვალს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
2. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად , შეთანხმებას საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა , კახა კალაძემ .
3. ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული შეთანხმების შესაბამისად, გარანტიის გამცემ ბანკში წარსადგენ შესაბამის წერილზე საქართველოს მთავრობის სახელით ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს, კახა კალაძეს .
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები