დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 375 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 06/03/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/03/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016746 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №375
2014 წლის 6 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიეცეს თანხმობა , რომ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №203826002 ) საკუთრებაში გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ თბილისში, კოსტავას ქუჩაზე, პირველ შესახვევში, №33‑ში, მე‑3 სართულზე, ლიტ „ა“-ში მდებარე 367,05 კვ.მ ფართი და მასზე წილობრივად დამაგრებული 1479 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01.15.03.010.005.01.514) შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საკუთრებაში არსებული , ქალაქ თბილისში, ფეიქრების ქუჩა №14-ში (ნაკვეთი 05/010) მდებარე 2134 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული №1, № 2 და №3 შენობა-ნაგებობების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01.11.19.005.019) სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ იმ პირობით, რომ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ არ მოითხოვს აღნიშნულ უძრავ ქონებებს შორის არსებული , მათ შორის, სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 24 ივნისს მომზადებული №002650613 ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი, საბაზრო ღირებულებების სხვაობის ანაზღაურებას.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
პრემიერ -მინისტრი ი . ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები