დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ - საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსათვის „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 353 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/03/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/03/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016742 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №353
2014 წლის 4 მარტი
ქ. თბილისი
სსიპ - საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსათვის „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე
1. ,,საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად, სსიპ - საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოზე არ გავრცელდეს ,,საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, რომ საპრემიო ფონდის წლიური მოცულობა განისაზღვროს შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებულ თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოებისათვის წლის განმავლობაში გაწეული საკასო ხარჯის არა უმეტეს 60%-ისა.
2. განკარგულების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,სსიპ - საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსათვის ,,საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 იანვრის №46 განკარგულების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან და ვრცელდება 2014 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები