სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

  • Word
სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 370
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/03/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/03/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016739
  • Word
370
06/03/2014
ვებგვერდი, 13/03/2014
000000000.00.003.016739
სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №3 70

2014 წლის 6 მარტი

ქ. თბილისი

სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს:

ა) ქალაქ თბილისში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ - 112-ის ზარების მიმღები ალტერნატიული ცენტრის მშენებლობისათვის განკუთვნილ ნაკვეთთან მისასვლელი საავტომობილო გზის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა;

ბ) ამ განკარგულების ,,ა ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება ,,საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის დამტკიცებული ,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტები ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 25 03 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან;

გ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით,სახელმწიფო შესყიდვების შესახებსაქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტისქვეპუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების ,,აქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად საჭირო სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი