სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

  • Word
სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 369
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/03/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/03/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016737
  • Word
369
06/03/2014
ვებგვერდი, 13/03/2014
000000000.00.003.016737
სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 369

2014 წლის 6 მარტი

ქ. თბილისი

სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს:

ა) გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოლადაანთკარში საავტომობილო სახიდე გადასასვლელის მოსაწყობად სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა;

ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის დამტკიცებული „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტები“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი – 25 03 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან;

გ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების შესახებსაქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად საჭირო სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელება.

2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ამ განკარგულების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №1120 განკარგულების „თ“ ქვეპუნქტი.

პრემიერ-მინისტრი                                                               . ღარიბაშვილი