სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აბესალომ შავგულიძისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აბესალომ შავგულიძისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 364
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/03/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/03/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016728
  • Word
364
06/03/2014
ვებგვერდი, 13/03/2014
000000000.00.003.016728
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აბესალომ შავგულიძისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 364

2014 წლის 6 მარტი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აბესალომ შავგულიძისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად , სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, გაგარინის I შესახვევის 6-ში მდებარე 445 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №1 (მშენებარე) (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01.10.13.009.010) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 65 000 (სამოცდახუთი ათასი) ლარად საკუთრებაში გადაეცეს აბესალომ შავგულიძეს (პირადი 01024011277).

2. საპრივატიზებო პირობებ ად განისაზღვროს:

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 (ორი) წლის ვადაში შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

ა.ა) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) თვის ვადაში 32 500 (ოცდათორმეტი ათას ხუთასი) ლარის გადახდა ;

ა.ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 (ოცდაოთხი) თვის ვადაში 32 500 (ოცდათორმეტი ათას ხუთასი) ლარის გადახდა ;

ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ უძრავ ქონებაზე პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით არანაკლებ 56 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა, შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება და სასტუმროს ფუნქციონირების დაწყება შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვის განმავლობაში;

გ) ამ განკარგულების მე-2 პუნქტის ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით არანაკლებ 1 750 000 (ერთი მილიონ შვიდას ორმოცდაათი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება.

3. ქონების შემძენი ვალდებულია ამ განკარგულების მე-2 პუნქტი გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობებ ის შესრულების უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სა ინვ სტიცი ვალდებულების არანაკლებ 5%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტი , რომლის ვადაც საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს სამი თვით.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები .

პრემიერ-მინისტრი                                                             . ღარიბაშვილი