დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულების პროექტის მოწონებისა და გრანტების გაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 344 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/03/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/03/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016727 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №344
2014 წლის 4 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულების პროექტის მოწონებისა და გრანტების გაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების საფუძველზე:
ა) მოწონებულ იქნეს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ა(ა)იპ - საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ (ს/ნ 204874421) შორის გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულების პროექტი (დანართი №1, №2, №3 და №4), სპორტის სფეროში ღონისძიებების დაფინანსებისა და სპორტის სფეროში მოღვაწეთათვის (ასევე მათი ოჯახის წევრებისთვის) ყოველთვიურად თანხის გაცემის თაობაზე;
ბ) საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიეცეს თანხმობა, რომ ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული თანხა გრანტის სახით გასცეს სპორტულ ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებზე, აღნიშნული საგრანტო ხელშეკრულების დანართი №1, №2, №3 და №4-ის შესაბამისად.
2. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გრანტების გაცემის შემთხვევების მიმართ არ გავრცელდეს „აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების 11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები