დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მთავრობასა და ესპანეთის სამეფოს მთავრობას შორის ერთობლივი ეკონომიკური კომიტეტის დაფუძნების შესახებ“ გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტის მოწონებისა და გიორგი კვირიკაშვილისთვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 362 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 06/03/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/03/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016725 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №362
2014 წლის 6 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავრობასა და ესპანეთის სამეფოს მთავრობას შორის ერთობლივი ეკონომიკური კომიტეტის დაფუძნების შესახებ“ გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტის მოწონებისა და გიორგი კვირიკაშვილისთვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს „საქართველოს მთავრობასა და ესპანეთის მთავრობას შორის ერთობლივი ეკონომიკური კომიტეტის დაფუძნების შესახებ“ დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტი.
2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მემორანდუმზე ხელმოწერის უფლებამოსილება, საქართველოს მთავრობის სახელით, მიენიჭოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს - გიორგი კვირიკაშვილს.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები