დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში დაცული ქართული ხელნაწერების გაციფრებასთან დაკავშირებით ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 357 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/03/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/03/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016718 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №357
2014 წლის 5 მარტი
ქ. თბილისი
ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში დაცული ქართული ხელნაწერების გაციფრებასთან დაკავშირებით ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
1. „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების პირველი მუხლის გათვალისწინებით, მოწონებულ იქნეს გაციფრების ლიცენზიის შეთანხმების პროექტი ბრიტანეთის საბიბლიოთეკო საბჭოს, გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს მთავრობას შორის, რომელიც მოქმედებს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მეშვეობით.
2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, შეთანხმების პროექტს საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, კონსტანტინე სურგულაძემ.
3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელოს შეთანხმების პროექტით გათვალისწინებული გაციფრების მომსახურების შესყიდვა.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები