დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საქართველოს საპატრიარქოსათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 9 დეკემბრის №1129 განკარგულებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული საპრივატიზებო პირობების დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 341 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/03/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/03/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016715 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №341
2014 წლის 4 მარტი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საქართველოს საპატრიარქოსათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 9 დეკემბრის №1129 განკარგულებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული საპრივატიზებო პირობების დადგენის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 6 სექტემბრის (№1037- Iს) საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დადგინდეს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საქართველოს საპატრიარქოსათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 9 დეკემბრის №1129 განკარგულებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული საპრივატიზებო პირობები, კერძოდ , გაუქმებულ იქნეს განკარგულების მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობა.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები