„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4239
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/12/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 50, 30/12/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2010
სარეგისტრაციო კოდი 010.260.050.05.001.002.650
  • Word
4239
29/12/2006
სსმ, 50, 30/12/2006
010.260.050.05.001.002.650
„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 09.06.2006, მუხ. 170) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის:

ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მიზნობრივი ტრანსფერი – დელეგირებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან/და ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებიდან ფინანსური დახმარების სახით მიღებული სახსრები;“;

ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) სპეციალური ტრანსფერი – ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისათვის ეკოლოგიური და სხვა სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციოდ, აგრეთვე კონკრეტული კაპიტალური და სხვა მიმდინარე ხარჯების დასაფინანსებლად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან/და ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებიდან ფინანსური დახმარების სახით გამოყოფილი სახსრები.“.

2. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 10. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის არასაკუთარი სახსრები

1. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის არასაკუთარი სახსრებია:

ა) მიზნობრივი და სპეციალური ტრანსფერები;

ბ) სუბსიდია, სუბვენცია;

გ) დელეგირებული უფლებამოსილებებისათვის მიღებული გრანტი;

დ) დონორებისაგან მიღებული მიზნობრივი შემოსულობები;

ე) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისათვის განკუთვნილი საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადები და მოსაკრებლები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემოსულობები გამოიყენება ექსკლუზიური უფლებამოსილების განსახორციელებლად, გარდა ამ კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისა, რომელიც მათ მიმართავს როგორც დელეგირებული, ისე ექსკლუზიური უფლებამოსილების განსახორციელებლად.“.

3. მე-13 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადება, წარდგენა, განხილვა და დამტკიცება ხდება დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის. ამ ბიუჯეტის შემადგენელი ნაწილია დასაგეგმისშემდგომი სამი საბიუჯეტო წლის შემოსულობებისა და გადასახდელების პროგნოზები.“;

ბ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საბაზისო წლის 20 სექტემბრამდე აცნობებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი ბიუჯეტისათვის გადასაცემი ფინანსური დახმარების მოცულობას და მისი შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლებს.“.

4. მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. გამოთანაბრებითი ტრანსფერი უზრუნველყოფს ერთ სულ მოსახლეზე ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაბალი შემოსულობების გამოთანაბრებას ქვეყანაში ჩამოყალიბებულ ანალოგიურ საშუალო მაჩვენებლამდე.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი

მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 29 დეკემბერი.

№4239–რს