,,მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოთა ნუსხის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 3 მაისის N147/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოთა ნუსხის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 3 მაისის N147/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 01-18/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 14/03/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/03/2014
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016249
01-18/ნ
14/03/2014
ვებგვერდი, 14/03/2014
470230000.22.035.016249
,,მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოთა ნუსხის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 3 მაისის N147/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-18/ნ

2014 წლის 14 მარტი

ქ. თბილისი

 

,,მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოთა ნუსხის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 3 მაისის №147/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,   ვბრძანებ:

მუხლი 1
,,მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოთა ნუსხის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 3 მაისის №147/ნ (სსმ III, 2007წ, N69, მუხ.760) ბრძანების 494-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 494.  მეტროპოლიტენი

1.  მღებავი, დურგალი, მლესავი, მომპირკეთებელი, ზეინკალი, დასაქმებულნი გვირაბნაგებობათა მოწყობილობების მომსახურებაზე.

2. ძრავმავალის მემანქანე და მისი თანაშემწე.

3. ლიანდაგის მონტიორი.

4. გვირაბის მუშა.

5.დეფექტოსკოპური ურიკის ოპერატორი და გამმართველი, მათი ბრიგადირი.

6.ლიანდაგისა და ხელოვნურ ნაგებობათა მომსახურების უფროსი ოსტატი, ოსტატი (ავარიული საოსტატოს გარდა), ქვეოსტატი, ბრიგადირი, მჭედელი, ხარატი, მღარავი, მარკშეიდერი.

7. მემანქანე-ინსტრუქტორი.

8.ხაზის მემანქანე და მისი თანაშემწე, ხაზის მანევრის მემანქანე.

9.ტექნიკური გასინჯვის პუნქტში (სადგური ,,დელისი") დასაქმებული უფროსი ოსტატი, ბრიგადირი, ვაგონის გამსინჯველ-შემკეთებელი, სარ-ის (სიჩქარის ავტომატური რეგულირება) და სრკ-ის (სამატარებლო რადიო კავშირი) მორიგე ელ. მექანიკოსი.

10.  დეპოების მოძრავი შემადგენლობის ვაგონების სავალი ნაწილების დამბერავი, ვაგონქვეშა მწმენდავი, მღებავი და მხეხავი.

11.  ზუმფის აგრეგატის მემანქანე, ასენიზატორი.

12.  ელ.მექანიკური სამსახურის სახელოსნოს ხარატი და მღარავი.

13.  ესკალატორების მემანქანე, ესკალატორების ზეინკალი დასაქმებულნი ესკალატორების მომსახურებაზე.

14.  სანტექნიკური ელექტრომოწყობილობის მომსახურების ოსტატი, ელ. მექანიკოსი და ზეინკალი, დასაქმებულნი სამუშაოზე გვირაბში.

15. ესკალატორების მომსახურებაზე დასაქმებული ოსტატი.

16.  სადიზელო ქვესადგურის (სპეც. ობიექტების) ოსტატი, შიდა წვის დიზელის მემანქანე, ელ . მექანიკოსი, ელ. მონტიორი, მეაკუმულატორე და მათი უფროსი.

17.  ლითონკონსტრუქციების (გერმეტული ჩამკეტების) მომსახურების და შეკეთების ჯგუფის უფროსი, ელ. მექანიკოსი, ზეინკალი, დასაქმებულნი გვირაბში. 

18.  ელ. მექანიკური სამსახურის ტელემართვის ჯგუფის ელ. მექანიკოსი, დასაქმებულნი გვირაბში. 

19.  ესკალატორების შეკეთებაზე დასაქმებული (ტექნოლოგიური საავარიო ჯგუფი) ელ. მექანიკოსი მორიგე ელ. მექანიკოსი ზეინკალი, დასაქმებულნი გვირაბში.

20. მწნეხავ-მევულკანიზატორე, დასაქმებული ესკალატორის სახელურების შეკეთებაზე.

21. დეზინფექტორი.

22.  ელ.მომარაგების (დამადაბლებელი, წევისა და შერეული ქვესადგურების) და საკაბელო ქსელების უბნის უფროსები, ყველა სახის ელ. მექანიკოსი და ელ. მონტიორი, დასაქმებული გვირაბში.

23.  ელ. მომარაგების სამსახურის სახელოსნოს უფროსი, ელ. მექანიკოსი და ზეინკალი.

24.  განათების დისტანციის უბნის უფროსი და მორიგე ელ. მონტიორი.

25.  ტელემართვისა და სარელეო დაცვის უბნის უფროსები, ელ. მექანიკოსები, მორიგე ელ. მექანიკოსები, ელ. მონტიორები, მორიგე ელ. მონტიორები დასაქმებულნი გვირაბში. 

26.  საკაბელო მეურნეობისა და მანქანა - ლაბორატორიის სპეციალისტები.

27.  ელ. მომარაგების სადისპეტჩეროს საავარიო ჯგუფის მორიგე ელ. მექანიკოსი და მორიგე ელ. მონტიორი დასაქმებულნი გვირაბში. 

28.  ესკალატორების კაპიტალურ შეკეთებაზე დახრილ უბანზე დასაქმებული უფროსი ოსტატი, ოსტატი, ზეინკალ-შემკეთებელი, ზეინკალი.

29.  ესკალატორის საფეხურების მორბედების დამუშავებაზე დასაქმებული ხარატი.

30.  სადგურის უფროსი, დასაქმებული მიწისქვეშა სადგურებზე.

31.  ცენტრალიზაციის საგუშაგოს მორიგე, სადგურის მორიგე, დასაქმებულნი სამუშაოზე გვირაბში. 

32.  ავტო-საკონტროლო პუნქტის კონტროლიორი, დასაქმებულნი სამუშაოზე გვირაბში. 

33.  იატაკსარეცხი მანქანით მრეცხავი,  დასაქმებულნი  გვირაბში. 

34.  სიგნალიზაციის და კავშირგაბმულობის მოწყობილობების მომსახურების უბნის უფროსი, მორიგე უბნის უფროსი, ელ. მექანიკოსი და ელ. მონტიორი, დასაქმებულნი გვირაბში. 

35.  სიგნალიზაციის და კავშირგაბმულობის ელექტრომექანიკური ჯგუფის უფროსი და ელ. მექანიკოსი, დაკავშირებული საშემდუღებლო სამუშაოებთან.

36.  ლაბორატორიის კოროზიის ჯგუფის ელ.მექანიკოსი და ელ. მონტიორი, დასაქმებულნი გვირაბში და მაღალი ძაბვით გამოცდის ჯგუფის ელ. მექანიკოსი  და ელ. მონტიორი.

37.  დამმუხტველი  (ცეცხლმაქრების).

38.  ასოთამწყობი, სტრიქონამწყობი, მბეჭდავი.

39.  მეტროს სათავსოების დამლაგებელი,  დასაქმებულნი სამუშაოებზე გვირაბში და მიწისქვეშა ნაგებობებში.

40.   ყველა სახის შემდუღებელი.

41.  მეტროს კომპრესორის მემანქანე (გარდა ელ. დეპო გლდანისა).

42.  მოძრაობის ელ. მექანიკური და ელ. მომარაგების სამსახურების ცვლაში მომუშავე დისპეტჩერები.”.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო