დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №13 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5 |
| დოკუმენტის მიმღები | ვანის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 10/03/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/03/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/11/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.121.016086 |
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის I პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე - 20 მუხლის მე - 4 პუნქტის შესაბამისად,
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №13 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლში და ჩამოყალიბდეს იგი შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 2. ადმინისტრაციული სამსახურის სტრუქტურა სამსახურის სტრუქტურა შედგება სამსახურის უფროსის, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების, იურიდიული განყოფილების და უმცროსი საჯარო თანამდებობის პირებისაგან“. |
| მუხლი 2 |
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლს დაემატოს მე-2 პუნქტი და ჩამოყალიბდეს იგი შემდეგი რედაქციით:
,, 2. იურიდიული განყოფილება 1. უზრუნველყოფს: ა) გამგეობის სტრუქტურული ერთეეულების და ტერიტორიული ორგანოების სამართლებრივ მომსახურებას; ბ) გამგეობის ინტერესების სამართლებრივ დაცვას სასამართლოსა და სამართალდამცავ ორგანოში,აგრეთვე სახელმწიფო ორგანოებთან,ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას; გ) მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების იურიდიულ კონსულტირებას, გამგეობაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროქტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების და სხვა დოკუმენტის სამართლებრივ გამართულობას და საჭიროების შემთხვევაში სამართლებრივი დასკვნის მომზადებას; დ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. 2.ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, სამსახურის დებულებით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები