დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის ზოგიერთ ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე” სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 23 მაისის №117 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 23 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 13/03/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/03/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320010.22.038.016278 |
|
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის ზოგიერთ ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე” სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 23 მაისის №117 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის ზოგიერთ ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 23 მაისის №117 ბრძანებაში (სსმ, 010320010.22.038.016174, 23/05/2013) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
|
1.
ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული №1 დანართის 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 21 №18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო ნაწილის ფსიქიატრიული განყოფილების სანიტრის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) საბაზო განათლება; ბ) ფსიქიატრიულ სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება.“ .
|
2.
ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებულ №1 დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1002 მუხლი:
„მუხლი 1002 საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის ფარმაციის ასისტენტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) საშუალო სპეციალური ფარმაცევტული განათლება; ბ) ფარმაცევტულ საქმიანობაში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება.“ .
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები