დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დაფუძნების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 217 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/03/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/03/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/04/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.017837 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (10/03/2014 - 08/04/2015)
|
| მუხლი 1 |
1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 6 სექტემბრის (№1016-Iს) საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო‑ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ ბაზაზე დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო‑ტექნიკური ცენტრი „დელტა“ (შემდგომში ‑ ცენტრი).
2. ცენტრის უფლებამოსილება განისაზღვრება ცენტრის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. 3. ცენტრის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. 4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ: ა) განახორციელოს ცენტრის სახელმწიფო კონტროლი; ბ) უზრუნველყოს ცენტრის შექმნასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება. 5. ამ დადგენილების საფუძველზე, ცენტრის დებულების ამოქმედებამდე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა ‑ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო‑ტექნიკურმა ცენტრმა „დელტამ“ იხელმძღვანელოს ამ დადგენილების ამოქმედებამდე არსებული დებულებით, საშტატო განრიგითა და სახელფასო ფონდით. 6. ცენტრი ჩაითვალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო–ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ უფლებამონაცვლედ. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები