დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| გარდაბნის მუნიციპალიტეტის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | გარდაბნის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/03/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/03/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/04/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.161.016164 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (14/03/2014 - 15/04/2014)
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის„ბ“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველის პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების და 121 მუხლის შესაბამისად გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს მოსაკრებელი გარდაბნის მინიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმომქმნელ სუბიექტთათვის:
დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს: დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისათვის, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის დანართი №1 - ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის თანდართული ინსტრუქცია დანართი №2–ის შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება-ტრანპორტირების, ამ ნარჩენების გაუვნებლების ხარჯები დაიფაროს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
| მუხლი 5 |
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. N6) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.
|
|
დანართი 1
|
მ=გXრ მ-ერთი თვის მოსაკრებელი იურიდიული პირებისათვის (ლარი) გ- მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე (ლარი) რ- ზომის ერთეულის ფაქტობრივი რაოდენობა (შესაბამისი ფართი, ადგილი, საწოლი და ა.შ.)
|
დანართი 2
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია
|
დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია (შემდგომში –ინსტრუქცია) შემუშავებულია „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის და „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე და განსაზღვრავს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციას.
მუხლი 1. ზოგადი ნაწილი 1. ეს ინსტრუქცია აწესრიგებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთების დაწესების, გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს. 2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში – მოსაკრებელი) წარმოადგენს გარდაბნის მუნიციპაალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურების საფასურს. 3. ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში. 4. მოსაკრებლის ამოღებას (ადმინისტრირებას) ახორციელებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახური მუხლი 2. მოსაკრებლის გადამხდელი მოსაკრებლის გადამხდელია დანართ 1 -ში მითითებული ობიექტები. მუხლი 3. მოსაკრებლის განაკვეთი, მისი გამოანგარიშების ინსტრუქცია 1. მოსაკრებლის განაკვეთი წესდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისათვის ორგანიზაციების, დაწესებულებების იურიდიული პირებისა და ინდივიდუალური მეწარმეებისთვის, რომელთა საქმიანობის შედეგად წარმოიქმნა ნარჩენი. 2. ორგანიზაციების, დაწესებულებების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის მოსაკრებელი გამოიანგარიშება დაგროვებული ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენების დაგროვების ნორმის, ნარჩენების სახეობის მიხედვით, აგრეთვე თავისი შემოსავლის, ქონების, მის მიერ დასაქმებული პერსონალის რაოდენობის ან/და საქონლის (მომსახურების) მომხმარებელთა რაოდენობის მიხედვით. მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ სიდიდეების კომბინაციებიც. 3. დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან დადგენილი წესით რეგისტრაციიდან ან შექმნის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან (აგრეთვე რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, საქმიანობის პროფილის, მისამართის, ადგილმდებარეობის და ნებისმიერი სახის ცვლილების შემთხვევაში, რამაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს ნარჩენების მართვის მომსახურების განმახორციელებელი სამსახურის ან საამისოდ უფლებამოსილი იურიდიული პირის მიერ ამ მომსახურების მიწოდების ხარისხზე, მოცულობაზე და გადასახდელი მოსაკრებლის დაანგარიშებაზე) არაუგვიანეს 10 დღისა აღნიშნულის თაობაზე აცნობონგარდაბნის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურს. მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე. 4. ნარჩენების წარმომქმნელის მიერ გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმოქმნის ადგილის შეცვლის შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება ნარჩენების წარმოქმნის იმ ადგილის მიხედვით, სადაც მიიღო მომსახურების 50%-ზე მეტი. 5. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს სახელმწიფო ხაზინაში შემდეგ სახაზინო კოდზე 300113189 6. მოსაკრებლის გადახდის ქვითარი შენახული უნდა იქნეს ერთი წლის განმავლობაში. 7. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას. მუხლი 4. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა და მისგან გათავისუფლება 1. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება ორგანიზაციების, დაწესებულებების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის – მომსახურების მიღებისთანავე. 2. არ დაერიცხება დასუფთავების მოსაკრებელი საწარმოო ობიექტებისა და ორგანიზაციების შენობა-ნაგებობების ფართს ან მათ ნაწილს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება ნარჩენი. სპეციალიზირებულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც სწავლების პროცესი მიმდინარეობს გრაფიკით, მოსაკრებელი იანგარიშება მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით. 6. მომსახურების ერთ თვეზე მეტი ხნით შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელის მოთხოვნით გადახდილი თანხა შესაძლებელია შემცირდეს ამ პერიოდში გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობით. 7. მომსახურების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელს არ აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადასახადისაგან გათავისუფლება ან მისი განაკვეთის შემცირება. მუხლი 5. მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვა დასუფთავების მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება გარდაბნის მუნიიპალიტეტის ბიუჯეტში. მუხლი 6. მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები 1. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების საშუალებით. 2. მოსაკრებელი გადაიხდევინება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კალენდარული დღის მე–2 დღიდან 20 დღის განმავლობაში. 3. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ. მუხლი 7. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება გარდაბნის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურს. მუხლი 8. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადაუხდელობისათვის დასუფთავების მოსაკრებლის გადაუხდელობა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები