გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები გარდაბნის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/03/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/03/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 02/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.161.016161
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
7
07/03/2014
ვებგვერდი, 14/03/2014
200230000.35.161.016161
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ
გარდაბნის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (14/03/2014 - 26/02/2015)

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2014 წლის 7 მარტი

ქ. გარდაბანი

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ’’ ქვეპუნქტის, “სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონისა  და “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემდეგი განაკვეთები:

1.კაზინოს (სამორინეს) თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარი;

2. თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 1500 (ათას ხუთასი) ლარი;

3. თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;

4. სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობაზე – კვარტალში 30000 (ოცდაათი ათასი) ლარი;

5.  ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული  ამონაგების არა უმეტეს 15%;

6.აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტების გარეთ განთავსებული სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 1000 (ათასი) ლარი.

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 11  მარტის №8 დადგენილება - „გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ“.  
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 4
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. №6) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მ/შ ხანახმედ გარიბოვი