„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოხელეთა და ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 ოქტომბრის N01/778 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 01/189
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 07/03/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/03/2014
სარეგისტრაციო კოდი 040320040.22.055.016039
01/189
07/03/2014
ვებგვერდი, 11/03/2014
040320040.22.055.016039
„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოხელეთა და ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 ოქტომბრის N01/778 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი
„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოხელეთა და ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 ოქტომბრის N01/778 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის

ბრძანება №01/189

2014 წლის 7 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოხელეთა და ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 ოქტომბრის №01/778 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს  ცენტრალური აპარატის  საჯარო  მოხელეთა და ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის   დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების  დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2013  წლის 31 ოქტომბრის №01/778 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 04/11/2013, სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.055.016035) დამტკიცებულ „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს  ცენტრალური აპარატის  საჯარო  მოხელეთა და ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის   დამატებით  საკვალიფიკაციო მოთხოვნებს“ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 მუხლი:

„მუხლი 10. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის  -   ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი  განათლება (მაგისტრი ან  მასთან გათანაბრებული ხარისხი);

ბ) მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის  არანაკლებ 3  წლის გამოცდილება და საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;

გ) შემდეგი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების  ცოდნა:

გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია;

გ.ბ) საქართველოს შრომის კოდექსი;

გ.გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

გ.დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“;

გ.ე) საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“;

გ.ვ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო ქონების შესახებ“;

გ.ზ) საქართველოს მთავრობის 2010 წლის 7 ივლისის №183 დადგენილება    „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დებულების  დამტკიცების შესახებ“;

გ.თ) საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2012 წლის 25 აპრილის №52 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“;

დ) უცხო ენების (აუცილებლად ინგლისური და რუსული ენების) ცოდნა;

ე)  ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა“.
 
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრილევან ყიფიანი