„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 13119
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 06/03/2014
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/03/2014
ძალაში შესვლის თარიღი 06/03/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016270
  • Word
13119
06/03/2014
ვებგვერდი, 14/03/2014
000000000.00.00.016270
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №13119

2014 წლის 6 მარტი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანების პირველი პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ა) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის აპარატის დებულება“ თანდართული რედაქციით (დანართი №1);“;

ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტის დებულება“ თანდართული რედაქციით (დანართი №3);“.

2. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის დებულება“ (დანართი №1) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„დანართი №1

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის აპარატის დებულება

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) აპარატი (შემდგომში –აპარატი) არის შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეული.

2. აპარატის საქმიანობის საერთო ზედამხედველობას ახორციელებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.

3. აპარატი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით.

      

მუხლი 2. აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი

აპარატის საქმიანობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, შემოსავლების სამსახურის დებულება, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებები, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, ეს დებულება და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

      

მუხლი 3. აპარატის ფუნქციები

აპარატი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:

ა) საკადრო საქმისწარმოებას, შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოებას;

ბ) შემოსავლების სამსახურში არსებული სამუშაო ადგილების ანალიზს, თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობის მომზადებასა და თანამდებობრივი ინსტრუქციების დამუშავებას;

გ) თანამშრომელთა შეფასებას, თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლებას, ადამიანური რესურსების მართვის ანალიზს;

დ) შემოსავლების სამსახურის სტრუქტურის დახვეწის, საშტატო განრიგის ფორმირების თაობაზე წინადადებების მომზადებას;

ე) თანამშრომელთა რაოდენობის დაგეგმვას, თანამშრომელთა მოზიდვა-შერჩევას;

ვ) შემოსავლების სამსახურში სტაჟირების გავლის ორგანიზებას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სტაჟირების გავლის ორგანიზებას, შემოსავლების სამსახურის მიმართვის საფუძველზე, ახორციელებს შემოსავლების სამსახურის მიერ შერჩეული ორგანიზაცია;

ზ) შემოსავლების სამსახურში პრაქტიკის გავლის ორგანიზებას;

თ) გადასახადის გადამხდელთა მომსახურების ხარისხის ამაღლებას;

ი) თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების, გადამზადებისა და ტრენინგის საჭიროების კვლევასა და ანალიზს;

კ) შემოსავლების სამსახურში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების ორგანიზებას;

ლ) შემოსავლების სამსახურში საქმისწარმოების ორგანიზებას და კონტროლს;

მ) სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ კორესპონდენციასთან დაკავშირებული საქმისწარმოების განხორციელებას;

ნ) შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ბიულეტენის, საინფორმაციო ფურცლების, პრესრელიზისა და სხვა ინფორმაციული მასალების მომზადების ორგანიზებას;

ო) შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე ახალი ინფორმაციის განთავსებას;

პ) შემოსავლების სამსახურის მიზნებისა და ამოცანების გადაწყვეტისათვის აუცილებელი სოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევების დაგეგმვასა და ჩატარებას;

ჟ) შესაბამისი კვლევის შედეგად მიზნობრივი ჯგუფების შერჩევასა და მათთან მუშაობას, ასევე ხელმძღვანელობასთან მათი შეხვედრის მომზადებას;

რ) შემოსავლების სამსახურის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საზოგადოებისათვის აქტუალური პრობლემების კვლევას და მათი განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით, შემოსავლების სამსახურსა და საზოგადოებას შორის დიალოგის გამართვისათვის შეხვედრების ორგანიზებას;

ს) შემოსავლების სამსახურის, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელების იმიჯზე ზრუნვას;

ტ) შემოსავლების სამსახურის, შემოსავლების სამსახურის უფროსის რეიტინგის კვლევას;

უ) საზოგადოებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინფორმირებას შემოსავლების სამსახურში მიმდინარე პროცესების შესახებ;

ფ) კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო ინფორმაციის გაცემას;

ქ) პრესისა და საინფორმაციო სატელევიზიო გამოშვებების ანალიზის მიხედვით, უახლოეს პერიოდში გასატარებელი და გრძელვადიანი ღონისძიებების შემუშავებას;

ღ) შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის კოორდინაციას;

ყ) მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციების შეგროვებას, მათ გადარჩევასა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გასავრცელებლად მომზადებას;

შ) სატელევიზიო სპეცპროგრამების მომზადების ორგანიზებას;

 ჩ) პრესის მიმოხილვისა და ანალიზის მომზადებას;

ც) პრესკონფერენციების მოწყობას;

ძ) კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;

წ) შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულებას;

ჭ) კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებების და პროცედურული სახელმძღვანელოების პროექტების მომზადებას და შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტისათვის წარდგენას.

      

მუხლი 4. აპარატის ხელმძღვანელობა

1. აპარატს ხელმძღვანელობს აპარატის უფროსი (შემდგომში – აპარატის უფროსი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.

2. აპარატის უფროსს ჰყავს მოადგილეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.

3. აპარატის სხვა თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.

4. აპარატის უფროსი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) იღებს გადაწყვეტილებებს, მოქმედებს აპარატის სახელით;

ბ) უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებების, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და სხვა სამართლებრივი აქტების შესრულებას;

გ) ახორციელებს აპარატის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის მართვას, კოორდინაციასა და ზედამხედველობას;

დ) საჭიროების შემთხვევაში, წარადგენს წინადადებებს თანამშრომელთა ფუნქციებისა და მათი პერსონალური პასუხისმგელობის საკითხების განსაზღვრის თაობაზე;

ე) წარადგენს წინადადებებს აპარატის თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ვ) ანგარიშვალდებულია შემოსავლების სამსახურის უფროსის წინაშე;

ზ) შემოსავლების სამსახურის სახელით ხელს აწერს აპარატის საქმიანობასთან დაკავშირებულ კორესპონდენციას;

თ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

5. აპარატის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს აპარატის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით.

      

მუხლი 5. აპარატის სტრუქტურა

აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო;

ბ) ადამიანური რესურსების განვითარების სამმართველო.

გ) მარკეტინგის სამმართველო;

დ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო;

ე) საქმისწარმოების სამმართველო.

 

მუხლი 6. აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფები

1. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

ბ) საკადრო საქმისწარმოება:

ბ.ა) კომპეტენციის ფარგლებში, წარდგინებების, დახასიათება-რეკომენდაციების, ცნობების მომზადება;

ბ.ბ) შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება;

ბ.გ) მონაცემთა ერთიან ბაზაში საკადრო მონაცემთა შეტანა, სისტემატიზაცია და განახლება;

ბ.დ) აპარატის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სტატისტიკური ანგარიშების მომზადება;

ბ.ე) შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებთან დაკავშირებული მონაცემების აღრიცხვა, ერთიანი რეესტრის წარმოება;

ბ.ვ) თანამშრომელთა სამსახურებრივი მოწმობების დამზადება, აღრიცხვა და გაცემა;

ბ.ზ) სამსახურებრივი დანიშნულების პირადნომრიანი ბეჭდების პასუხისმგებელ პირებზე გადაცემის და დაბრუნების აღრიცხვა;

გ) თანამშრომელთა მოზიდვა-შერჩევა:

გ.ა) შემოსავლების სამსახურის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტების გეგმის შედგენა;

გ.ბ) უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებთან, დასაქმების სააგენტოებთან ურთიერთობის დამყარება;

გ.გ) შემოსავლების სამსახურში თანამშრომელთა შერჩევის ეტაპებისა და ფორმების განსაზღვრა;

გ.დ) სტანდარტული სააპლიკაციო ბლანკებისა და თანამშრომელთა შერჩევის ინტერვიუს სქემის დამუშავება, შემოსავლების სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად საკვალიფიკაციო ტესტების დამუშავება;

დ) შემოსავლების სამსახურში არსებული სამუშაო ადგილების ანალიზი, შემოსავლების სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობის მომზადება და თანამდებობრივი ინსტრუქციების დამუშავება;

ე) შემოსავლების სამსახურის სტრუქტურის დახვეწის, საშტატო განრიგის ფორმირების თაობაზე წინადადებების მომზადება;

ვ) საშტატო განრიგის დამტკიცების, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

ზ) თანამდებობრივი სარგოების ცვლილების საჭიროების შემთხვევაში, აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამისი პროცედურების ორგანიზება;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა და საპასუხო კორესპონდენციის მომზადება;

ი) აპარატის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.

2. ადამიანური რესურსების განვითარების სამმართველოს ფუნქციებია:

ა) თანამშრომელთა რაოდენობის დაგეგმვა:

ა.ა) შემოსავლების სამსახურში არსებული საკადრო რესურსის, შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა რაოდენობრივი მაჩვენებლების, ხარისხობრივი დონის, შემადგენლობისა და თანამდებობრივი გადაადგილების ანალიზი;

ა.ბ) შემოსავლების სამსახურის სამოქმედო გეგმებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურში თანამშრომელთა მოზიდვის საჭიროების პროგნოზის განსაზღვრა;

ა.გ) შემოსავლების სამსახურში სტაჟირების გავლის ორგანიზება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სტაჟირების გავლის ორგანიზებას, შემოსავლების სამსახურის მიმართვის საფუძველზე, ახორციელებს შემოსავლების სამსახურის მიერ შერჩეული ორგანიზაცია;

ბ) თანამშრომელთა შეფასება:

ბ.ა) შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა საქმიანობის შეფასების სისტემის შემუშავება და დანერგვა;

ბ.ბ) დამტკიცებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის შესაბამისობის დადგენა;

ბ.გ) შემოსავლების სამსახურში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების ორგანიზება;

გ) ადამიანური რესურსების მართვის ანალიზი:

გ.ა) შემოსავლების სამსახურის სისტემის ასისტენტებისა და სტაჟიორებისთვის ადაპტაციისა და პროფესიული განვითარების გეგმის შემუშავება, პროცესის ორგანიზება და მიმდინარეობის მონიტორინგი;

გ.ბ) შემოსავლების სამსახურში პრაქტიკის გავლის ორგანიზება;

გ.გ) შემოსავლების სამსახურის თითოეულ სტრუქტურულ ერთეულში არსებული პოზიციებისათვის (საშტატო ერთეულებისთვის) პროფესიული განვითარების გეგმის შემუშავება და პროცესის მართვა;

გ.დ) შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა ტრენინგის საჭიროებათა ანალიზის გეგმის შემუშავება და შესაბამისი პროცესების ორგანიზება;

გ.ე) შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა ტრენინგის საჭიროების ანალიზის განხორციელება;

დ) თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლება:

დ.ა) შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა შრომის მოტივაციის შესწავლა, შრომის ორგანიზაციის სრულყოფა;

დ.ბ) შემოსავლების სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად სტიმულირებისა და წახალისების ფორმების დამუშავება, შრომის ანაზღაურების ფორმების სრულყოფა;

დ.გ) შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და სოციალური გარანტიების უზრუნველყოფის მიზნით, წინადადებების შემუშავება;

ე) გადასახადის გადამხდელთა მომსახურების ხარისხის ამაღლება:

ე.ა) გადასახადის გადამხდელთა მომსახურების ხარისხის დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის მონიტორინგი;

ე.ბ) მოქმედი პროცედურების დახვეწის მიზნით, გადასახადის გადამხდელთა მომსახურების პრობლემების/ხარვეზების შემოსავლების სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად განხილვა და პრობლემების გადაჭრის გზების წარდგენა შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელობისათვის;

ე.გ) გადასახადის გადამხდელთა კმაყოფილების კვლევის, შესწავლის/შეფასების უზრუნველყოფა;

ე.დ) გადასახადის გადამხდელთა კმაყოფილების კვლევების შედეგების ანალიზი და გადასახადის გადამხდელთა მომსახურების დონის გაუმჯობესებისკენ მიმართული ღონისძიებების დაგეგმვა;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, შემოსული კორესპონდენციის განხილვა და საპასუხო კორესპონდენციის მომზადება;

ზ) აპარატის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.

3. მარკეტინგის სამმართველოს ფუნქციებია;

ა) ორგანიზაციის ბრენდის მართვა და იმიჯზე ზრუნვა;

ბ) საკომუნიკაციო კამპანიების დაგეგმვა;

გ) საკომუნიკაციო არხების შერჩევა და მედიაგეგმაზე მუშაობა;

დ) სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობა და კრეატიული სამუშაოს ხელმძღვანელობა (სარეკლამო კონცე ციების, სცენარების, სლოგანების, დიზაინისა და სხვა მასალების შემუშავება);

ე) საკომუნიკაციო/სარეკლამო ტექსტების შექმნა და სარეკლამო მასალების წარმოების კოორდინირება (როგორიც არის ბროშურები, ბუკლეტები, პოსტერები და სხვ.);

ვ) მარკეტინგული კვლევების დაგეგმვა და განხორციელება;

ზ) შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის სტრუქტურისა და შინაარსის მართვა;

თ) მომსახურების სერვისცენტრების/გაფორმების ადგილების ინტერიერის დიზაინზე ზრუნვა;

ი) აპარატის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.

4. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) საზოგადოებრივი ურთიერთობების კონტროლი და კოორდინაცია;

ბ) შემოსავლების სამსახურის იმიჯის წარმოჩენა, როგორც გარე, ასევე შიდა აუდიტორიის წინაშე;

გ) შემოსავლების სამსახურის რეპუტაციის გაძლიერება და განმტკიცება;

დ) პიარ კამპანიების დაგეგმვა, ორგანიზება და მონიტორინგი;

ე) დიზაინერებთან და გამომცემლებთან ურთიერთობა;

ვ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან შემოსავლების სამსახურის ურთიერთობის უზრუნველყოფა და ხელშეწყობა;

ზ) მასმედიასთან ურთიერთობის აგება და განვითარება;

თ) პრესრელიზებისა და საინფორმაციო წერილების მომზადება და მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში გავრცელება;

ი) პიარ ლიტერატურის – ფლაერების, ბუკლეტების და სხვა, შექმნა-გავრცელებაში, ასევე საიმიჯო და საინფორმაციო სტატიების მომზადებაში მონაწილეობა;

კ) პიარ ფაილებისა და დოკუმენტების შენახვა;

ლ) პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების მოწყობა;

მ) ჟურნალისტებთან ურთიერთობა, მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;

ნ) ტელე, ბეჭდვითი და ელექტრონული საინფორმაციო საშუალებების მონიტორინგი;

ო) ინფორმაციის მოპოვების და გავრცელების მიზნით სხვადასხვა უწყებრივ პრესსამსახურებთან თანამშრომლობა;

პ) შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე განსათავსებელი ინფორმაციის მომზადება, განახლება და რედაქტირება;

ჟ) შემოსავლების სამსახურის საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება;

რ) მედიატრენინგების მოწყობა და ორგანიზება;

ს) აპარატის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.

5. საქმისწარმოების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) შემოსავლების სამსახურში საქმის წარმოების ორგანიზება და კონტროლი; შემოსული და გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია, ზემდგომი ორგანოებისა და შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებათა შესრულებაზე კონტროლი, შესრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა;

ბ) შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და დავალებების რეგისტრაცია, მათი შესრულების ორგანიზების უზრუნველყოფა, გაწეული მუშაობის შედეგების შესახებ ინფორმაციის მომზადება შემოსავლების სამსახურის უფროსისათვის;

გ) სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ კორესპონდენციასთან დაკავშირებული საქმისწარმოების განხორციელება;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახდის გადამხდელის, მისი წარმომადგენელისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

ე) აპარატის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.“

3. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტის დებულება“ (დანართი №3) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

დანართი № 3

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტის დებულება

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) სამსახურებრივი მონიტორინგის (შემდგომში – დეპარტამენტი) არის შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეული.

2. დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ზედამხედველობას ახორციელებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.

3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით.

      

მუხლი 2. დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი

დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, შემოსავლების სამსახურის დებულება, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებები, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, ეს დებულება და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

      

მუხლი 3. დეპარტამენტის ფუნქციები

დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:

ა) შრომის კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვაზე კონტროლის განხორციელებას;

ბ) შრომისა და საშემსრულებლო დისციპლინის, შინაგანაწესისა და ეთიკის ნორმების მოთხოვნათა დაცვაზე კონტროლს;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო ინფორმაციის გაცემას;

დ) შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა მიერ მათზე კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების შემოწმებას;

ე) სამსახურებრივი შემოწმებისას ან შემოსულ განცხადებაზე რეაგირებისას გამოვლენილ დარღვევებზე დისციპლინური დევნის წარმოებას;

ვ) სამსახურებრივი შემოწმების პროცესში გამოვლენილი ნაკლოვანებების ხელშემწყობი მიზეზების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებას;

ზ) შემოსავლების სამსახურის სისტემაში თანამშრომელთა ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების გამოვლენას;

თ) სათანადო რეკომენდაციების მომზადებას შემოსავლების სამსახურის სისტემის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი ეთიკის ნორმათა შესრულების პროცესის ხელშეწყობისათვის;

ი) გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვას;

კ) შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულებას;

ლ) კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებების და პროცედურული სახელმძღვანელოების პროექტების მომზადებას და შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტისათვის წარდგენას.

2. დეპარტამენტი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან კოორდინირებულად.      

მუხლი 4. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი (შემდგომში – დეპარტამენტის უფროსი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.

2. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.

3. დეპარტამენტის სხვა თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.

4. დეპარტამენტის უფროსი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) იღებს გადაწყვეტილებებს, მოქმედებს დეპარტამენტის სახელით;

ბ) უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებების, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და სხვა სამართლებრივი აქტების შესრულებას;

გ) ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის მართვას, კოორდინაციასა და ზედამხედველობას;

დ) საჭიროების შემთხვევაში, წარადგენს წინადადებებს თანამშრომელთა ფუნქციებისა და მათი პერსონალური პასუხისმგელობის საკითხების განსაზღვრის თაობაზე;

ე) წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ვ) ანგარიშვალდებულია შემოსავლების სამსახურის უფროსის წინაშე;

ზ) შემოსავლების სამსახურის სახელით ხელს აწერს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ კორესპონდენციას;

თ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

5. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით. “

4. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების (დანართი №5):

ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-5 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №12) მე-16 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ორგანიზების და მართვის უზრუნველყოფა;

 ნ) შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა ან ტრანზიტის ნებართვის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ნებართვის, არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის, „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის გაცემასთან, ნებართვაში ცვლილების შეტანასთან და ნებართვის გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა, ასევე უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოებისათვის საჭირო ინფორმაციის საბაჟო დეპარტამენტის სატარიფო და არასატარიფო კონტროლის სამმართველოსათვის მიწოდება; “;

ბ) მე-3 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საგადასახადო/ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვა;

 ვ) შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა ან ტრანზიტის ნებართვის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ნებართვის, არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის, „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის გაცემასთან, ნებართვაში ცვლილების შეტანასთან და ნებართვის გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა, ასევე უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოებისათვის საჭირო ინფორმაციის საბაჟო დეპარტამენტის სატარიფო და არასატარიფო კონტროლის სამმართველოსთვის მიწოდება;“.

6. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

                                                                                                             ი.  გვარამაძე

 

 

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.