„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2043-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 05/03/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/03/2014
ძალაში შესვლის თარიღი 15/03/2014
სარეგისტრაციო კოდი 470070000.05.001.017343
2043-IIს
05/03/2014
ვებგვერდი, 12/03/2014
470070000.05.001.017343
„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 08.06.2012, სარეგისტრაციო კოდი: 470070000.05.001.016760) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის:

ა) „ვ1“ ქვეპუნქტი:

„ვ1) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალება – ფარმაცევტული პროდუქტი, რომელიც არ არის შეტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების სიაში, მაგრამ რომლის უკანონო ბრუნვა და ავად მოხმარება სერიოზულ საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას, ამწვავებს ქვეყანაში შექმნილ ნარკოლოგიურ სიტუაციას და რომელიც შეტანილია ამ კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ნუსხაში;“;

ბ) „ჰ32“ ქვეპუნქტი:

„ჰ32) ქვეყნის შიდა კვოტა – სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ცალკეულ ნივთიერებებსა და მათთან გათანაბრებულ სამკურნალო საშუალებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს, ქვეყნის წლიური მოთხოვნილების გათვალისწინებით განსაზღვრული ლიმიტი.“.

2. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებების ნუსხასა და ლეგალური ბრუნვის წესებს განსაზღვრავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. აღნიშნულ ნუსხაში შემავალ სამკურნალო საშუალებებზე, მათ შორის, პრეპარატებზე, ვრცელდება სიებში შეტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებებისათვის დადგენილი კონტროლის რეჟიმი და ლეგალური ბრუნვის წესები.“.

3. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9. ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების კვოტები

1. საერთაშორისო კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებებზე, ფსიქოტროპულ ნივთიერებებსა და IV სიის №1 ცხრილში შეტანილ პრეკურსორებზე სახელმწიფო კვოტებს (საჭიროების შემთხვევაში – კვოტებში ცვლილებების შეტანას) საქართველოს წლიური მოთხოვნილების გათვალისწინებით განსაზღვრავს კომპეტენტური ორგანო და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად დასამტკიცებლად წარუდგენს გაეროს ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო კომიტეტს.

2. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ცალკეულ ნივთიერებებზე ფიქსირებული კვოტები, საქართველოს წლიური მოთხოვნილების გათვალისწინებით, შეიძლება ერთობლივად განსაზღვრონ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა. ფიქსირებული კვოტები საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად დასამტკიცებლად წარედგინება გაეროს ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო კომიტეტს.

3. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ცალკეულ ნივთიერებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს, და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ ცალკეულ სამკურნალო საშუალებებზე ქვეყნის შიდა კვოტები, საქართველოს წლიური მოთხოვნილების გათვალისწინებით, შეიძლება ერთობლივად განსაზღვრონ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა.

4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ქვეყნის შიდა კვოტის დამტკიცებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა საჯაროდ აცხადებს და აქვეყნებს დამტკიცებულ ქვეყნის შიდა კვოტას და არანაკლებ 30 კალენდარული დღის ვადაში იღებს იმპორტირების მსურველთა განცხადებებს.

5.  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ქვეყნის შიდა კვოტის დამტკიცების შემთხვევაში წინასწარი შეთანხმებისა და ნებართვის გაცემისას ვალდებულია არ დაუშვას ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტირების მონოპოლიზაცია.“.

4. 30-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ნარკოტიკული საშუალების შემოტანამდე (გატანამდე) შემომტანი (გამტანი) იურიდიული პირი ვალდებულია მიიღოს წინასწარი შეთანხმება და ნებართვა, რომელსაც გასცემს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

3. ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და IV სიის №1 ცხრილში შეტანილი პრეკურსორების იმპორტის ან ექსპორტის განხორციელებამდე იურიდიული პირი ვალდებულია მიიღოს წინასწარი შეთანხმება და ნებართვა, რომელსაც გასცემს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.“.

 5. №1 დანართით გათვალისწინებული II სიის შენიშვნის „ე.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე.ა) აცეტილდიჰიდროკოდეინის, დიჰიდროკოდეინის, კოდეინის, ნიკოდიკოდინის, ნიკოკოდინის, ნორკოდეინის, ფოლკოდინისა და ეთილმორფინის შემცველი ყველა კომბინირებული პრეპარატი;“.

6. №1 დანართით გათვალისწინებულ III სიას დაემატოს შემდეგი შინაარსის:   

ა) 161 პუნქტი:

161

ეფედრინი

EPHEDRINE

([R-(R*,S*)]--[1-(methylamino)ethyl]benzenemethanol

ბ) 431 პუნქტი:

431

ნორეფედრინი

NOREPHEDRINE

(R*,S*)-µ-(1-aminoethyl)benzenemethanol

გ) 641 პუნქტი:

641

ფსევდოეფედრინი

PSEUDOEPHEDRINE

([S-(R*,R*)]--[1-(methylamino)ethyl] benzenemethanol)

7. №1 დანართით გათვალისწინებული III სიის შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) ეფედრინის, ნორეფედრინისა და ფსევდოეფედრინის შემცველი კომბინირებული საშუალებები.“.

8. №1 დანართით გათვალისწინებული IV სიის №1 ცხრილის მე-6, მე-9 და მე-12 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

9. №2 დანართის ცხრილით გათვალისწინებულ ჩამონათვალს „ფსიქოტროპული ნივთიერებები“ დაემატოს შემდეგი შინაარსის:

ა) 171 პუნქტი:

171

ეფედრინი

0,15

1,5

15

ბ) 431  პუნქტი:

431

ნორეფედრინი

0,15

1,5

15

გ) 641  პუნქტი:

641

ფსევდოეფედრინი

0,3

3

30

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2014 წლის 15 მარტიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

5 მარტი 2014 წ.

N2043-IIს