დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ვარდნილის და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებული ფინანსური ხელშეკრულების დადების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1710 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/12/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 21/12/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1710
2010 წლის 21დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ვარდნილის და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებული ფინანსური ხელშეკრულების დადების თაობაზე
1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადება საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ვარდნილის და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებული ფინანსური ხელშეკრულების დადების შესახებ.
2. „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს თანხმობა საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ვარდნილის და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებული ფინანსური ხელშეკრულების (სესხის თანხა: 20 მილიონი ევრო) დადების თაობაზე.
3. მოწონებულ იქნეს ვარდნილის და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით ევროპის საინვესტიციო ბანკს, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და შპს „ენგურჰესს“ შორის გასაფორმებელი საპროექტო ხელშეკრულების პროექტი.
პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები