ერთი მხრივ, თვითმმართველ ქალაქ ბათუმსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს შორის და, მეორე მხრივ, თვითმმართველ ქალაქ ბათუმსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტს შორის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე საქართველოს პარლამენტისათვის მიმართვის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1608
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 14/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
1608
14/12/2010
გამოუქვეყნებელი, 0, 14/12/2010
000000000.00(0).000.000000
ერთი მხრივ, თვითმმართველ ქალაქ ბათუმსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს შორის და, მეორე მხრივ, თვითმმართველ ქალაქ ბათუმსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტს შორის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე საქართველოს პარლამენტისათვის მიმართვის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1608

2010 წლის 14 დეკემბერი

ქ. თბილისი

ერთი მხრივ, თვითმმართველ ქალაქ ბათუმსა და ხელვაჩაურის  მუნიციპალიტეტს შორის და, მეორე მხრივ, თვითმმართველ ქალაქ ბათუმსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტს შორის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე საქართველოს პარლამენტისათვის მიმართვის შესახებ

1. ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქარ­თვე­ლოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესა­ბა­მისად მოწონებულ იქნეს თვითმმართველი ქალაქი ბათუმის, ხელ­ვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების საკრებუ­ლო­­ების წარდგინებები (თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკ­რე­ბულოს 2010 წლის 8 სექტემბრის 92, ხელვაჩაურის მუნი­ცი­პა­ლიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 ოქტომბრის 57 და ქო­ბუ­ლეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექ­ტემ­ბ­რის 90 განკარგულებები) თვითმმართველი ერთეულების ად­მი­ნის­ტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ, კერძოდ, ხელ­ვა­­ჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების ადმინის­ტრა­ცი­ულ საზღვრებში არსებული, ქვემოთ ჩამოთვლილი ტერი­ტო­რი­ებ­ის თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ადმინისტრაციულ საზ­ღ­ვრებ­ში მოქცევის თაობაზე:

ა) ქ. ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრის ჩრდილოეთ მხა­­რეს, დასახლებულ პუნქტ დაბა ჩაქვსა და ქ. ბათუმს შორის, ფარ­თობით – 582,9 ჰექტარი;

ბ) ქ. ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრის აღმოსავლეთ ნა­წილში, დასახლებულ პუნქტ ქვედა სამებასა და ქ. ბათუმს შო­­­რის, ფართობით – 2,3 ჰექტარი;

გ) ქ. ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრის აღმოსავლეთ ნა­წილში, დასახლებულ პუნქტებს: ურეხს, მნათობსა და ფერიას შო­რის, ფართობით – 174 ჰექტარი;

დ)  ქ. ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრის სამხრეთ ნა­წი­ლში, შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და დასახლებულ პუნ­ქ­ტებს: ახალსოფელს, გონიოსა და კვარიათს შორის, ფართობით – 1456 ჰექტარი.

2. ეთხოვოს საქართველოს პარლამენტს, განიხილოს თვით­­მმართველი ერთეულების ადმინისტრაციული საზღვრების შე­ც­ვლის საკითხი და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

პრემიერ-მინისტრი                       ნ. გილაური