„მაქართას“ მინერალური წყლის საბადოზე სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის საწყისი ფასის განსაზღვრის შესახებ

  • Word
„მაქართას“ მინერალური წყლის საბადოზე სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის საწყისი ფასის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1595
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 14/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
1595
14/12/2010
გამოუქვეყნებელი, 0, 14/12/2010
000000000.00(0).000.000000
„მაქართას“ მინერალური წყლის საბადოზე სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის საწყისი ფასის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1595

2010 წლის 14 დეკემბერი

ქ. თბილისი

მაქართას მინერალური წყლის საბადოზე სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის საწყისი ფასის განსაზღვრის შესახებ

1.    სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქ­ცი­ო­ნის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფა­სის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულ­ე­ბ­ის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეკონომიკური გან­ვი­თა­რების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1-1/480 ბრძანებით დამ­ტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის გათ­ვა­ლის­წინებით, დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფ. მაქართის ტე­რი­ტო­რიაზე არსებული მაქართას მინერალური წყლის საბადოზე სა­სარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის გა­ცე­მის მიზნით აუქციონის საწყისი ფასი განისაზღვროს   10 000  (ათი ათასი)  ლარის ოდენობით.

2.    ცნობად იქნეს მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაცია, რომ სა­სარ­გებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წე­სი­სა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე სა­ქარ­თველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დად­გე­ნი­ლებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნ­ქტის ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხის სანაც­ვ­ლოდ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურ­სე­ბის სამინისტროსთან არსებული სასარგებლო წიაღისეულის მა­რა­გების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის სხდომის ოქ­მის გაფორმებიდან არაუგვიანეს 90 კალენდარული დღის ვა­და­ში აუქციონში გამარჯვებული უზრუნველყოფს 250 000 (ორას ორ­მოც­დაათი ათასი) ლარის გადახდას.

პრემიერ-მინისტრი                        ნ. გილაური