საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის უძრავი ქონების გაცვლის შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე

  • Word
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის უძრავი ქონების გაცვლის შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1558
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 08/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
1558
08/12/2010
გამოუქვეყნებელი, 0, 08/12/2010
000000000.00(0).000.000000
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის უძრავი ქონების გაცვლის შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1558

2010 წლის 8 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის უძრავი ქონების გაცვლის შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე

1. სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომ ვალერი გიგუაშვილს (პირადი 01027029989) საკუთრებაში გადასცეს: ქალაქ თბილისში, წერნაკის ქუჩაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 500 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 01.17.13.056.048) და ქალაქ თბილისში, წყნეთის სატყეო უბანში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 1000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 01.14.09.008.204) ვალერი გიგუაშვილის საკუთრებაში ქალაქ თბილისში, სოფელ დიღომში, ჩალიპირებში არსებული 1200 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 01.72.14.034.096) სახელმწიფო საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ.

2. ამ განკარგულების საფუძველზე, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, ვალერი გიგუაშვილი ვალდებულია, სახელმწიფოს საკუთრებაში გადასცეს უნაკლო ქონება.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                     ნ. გილაური