„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის N53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის N53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 05/03/2014
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/03/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 27/04/2026
სარეგისტრაციო კოდი 010240070.32.057.016160
7
05/03/2014
ვებგვერდი, 07/03/2014
010240070.32.057.016160
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის N53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №7

2014 წლის 5 მარტი

ქ. ბათუმი

 

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის №53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლება­მო­სი­ლე­ბი­სა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-8 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად:

1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის №53 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 165, 17.12.2010წ.) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ამავე დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) შეიმუშაოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას განსახილველად წარმოუდგინოს სამართლებრივი აქტების პროექტები და წინადადებები ბიომრა­ვალ­ფეროვნების, ატმოსფერული ჰაერის, წყლის, მიწის, ტყეებისა და გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძი­ე­ბათა შესახებ;“;

გ) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) სამმართველოს აპარატის მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვა და ინვენტარიზაციის ჩატარება, სამმართველოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, კონტროლი მატერიალურ ფასეულობათა დაცვაზე.“;

დ) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) კონტროლი სახსრების სწორად და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე;“;

ე) მე-6 მუხლის 82 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ვ) მე-6 მუხლის მე-82 პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) სამმართველოს სისტემაში თანამშრომელთა სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების, დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენების ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნის და ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოხელისა და დაწესებულების დისკრედიტიციისაკენ მიმართული უღირსი საქციელის (ბრალეული ქმედება), განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ ფაქტის ან/და სამმართველოს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმებისა და გამოვლენის მიზნით სამსახურებრივი შემოწმება (სამმართველოს სისტემის შესაბამის სტრუქ­ტუ­რუ­ლი ქვედანაყოფებიდან დოკუმენტაციის გამოთხოვა შესწავლის მიზნით, ახსნა-განმარ­ტე­ბების ჩამორთმევა ან გამოკითხვის აქტის შედგენა სამმართველოს სისტემის მოსამ­სა­ხუ­რე­ებსა და სამსახურებრივ შემოწმებასთან დაკავშირებულ მოქალაქეებზე და სხვა), შესაბამისი დასკვნის მომზადება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

ი) სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების, დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენების ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნისა და ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოხელისა და დაწესებულების დისკრედიტიციისაკენ მიმართული უღირსი საქციელის (ბრალეული ქმედება), განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ ფაქტის ან/და სამმართველოს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების თაობაზე ინფორმაციის შემცველი განცხადებებისა და წერილების შესასწავლად შესაბამისი შემოწმების ჩატარება, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დასკვნის  მომზადება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეარჩილ ხაბაძე