„პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 27/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 05/03/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/03/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 02/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.016762
27/ნ
05/03/2014
ვებგვერდი, 06/03/2014
430030000.22.022.016762
„პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №27/ნ

2014 წლის 5 მარტი

ქ. თბილისი

 

,,პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის  საფუძველზე ვბრძანებ:

მუხლი 1
,,პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ  ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 30/09/2013, ს/კ: 430030000.22.022.016672) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების“:

1. მე-12 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. დაწესებულება ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტესტირებაზე ცენტრის წარდგინებით სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში აცხადებს აპლიკანტთა მიღებას პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე ცენტრის მიერ დადგენილი ელექტრონული ფორმით, სპეციალური პროგრამის (შემდგომში - სპეციალური პროგრამა) გამოყენებით.

2. დაწესებულება დაწესებულების მიერ ორგანიზებულ ტესტირებაზე სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში აცხადებს აპლიკანტთა მიღებას პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემდგომ საფეხურზე.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე აპლიკანტთა მიღების მიზნით, დაწესებულების მიერ სპეციალურ პროგრამაში ასახული ინფორმაციის სისწორე დაწესებულების მიერ აპლიკანტთა მიღებისათვის განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან 7 დღის ვადაში  სპეციალურ პროგრამაში არსებული ღილაკის მეშვეობით   დადასტურებული იქნება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომში − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი) მიერ."

გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

,,41. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემდგომ საფეხურზე/საფეხურებზე აპლიკანტთა მიღების მიზნით, დაწესებულება სამინისტროს მიერ დადგენილ ვადაში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარადგენს სპეციალურ ანკეტა-კითხვარს (შემდგომში - ანკეტა)."

დ) მე-5 და მე-6 პუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემდგომ საფეხურზე/საფეხურებზე აპლიკანტთა მიღების მიზნით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვიდან 7 დღის ვადაში ამოწმებს ანკეტაში ასახული ინფორმაციის სისწორეს და გადამოწმების შემდეგ 3 დღის ვადაში დამოწმებულ ანკეტას აგზავნის სამინისტროსა და დაწესებულებაში.

6. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე აპლიკანტთა მიღების მიზნით, სპეციალურ პროგრამაში მითითებული უნდა იყოს:

ა) დაწესებულების სამართლებრივი ფორმა და სრული დასახელება;

ბ) დაწესებულების საფოსტო მისამართი;

გ) დაწესებულების ტელეფონი (ფაქსი, ელფოსტის მისამართი);

დ) დაწესებულების ხელმძღვანელი პირების ვინაობა მათი საკონტაქტო ტელეფონების მითითებით;

ე) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხური/საფეხურები, რომლებზეც მოხდება აპლიკანტების მიღება და თითოეულ მათგანზე ადგილების რაოდენობა (არანაკლებ 5-ისა);

ვ) სწავლის წლიური საფასური თითოეული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურისათვის;

ზ)  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე ჩარიცხვისათვის დადგენილი დამატებითი მოთხოვნები, რომლებიც პროფესიის სპეციფიკიდან გამომდინარე განსაზღვრულია პროფესიული საგანმანათლებლო  პროგრამის  შესაბამისი პროფესიული სტანდარტით;

თ) ცენტრის მიერ განსაზღვრული სხვა ინფორმაცია.“;

ე)  მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

,,61. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემდგომ საფეხურზე/საფეხურებზე აპლიკანტთა მიღების მიზნით, ანკეტის ფორმა მტკიცდება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ანკეტაში მითითებული უნდა იყოს:

ა) დაწესებულების სამართლებრივი ფორმა და სრული დასახელება;

ბ) დაწესებულების საფოსტო მისამართი;

გ) დაწესებულების ტელეფონი (ფაქსი, ელფოსტის მისამართი);

დ) დაწესებულების ხელმძღვანელი პირების ვინაობა მათი საკონტაქტო ტელეფონების მითითებით;

ე) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემდგომი საფეხური/საფეხურები, რომლებზეც მოხდება აპლიკანტების მიღება და თითოეულ მათგანზე ადგილების რაოდენობა (არანაკლებ 5-ისა);

ვ) სწავლის წლიური საფასური თითოეული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემდგომი საფეხურისათვის;

ზ)  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემდგომ საფეხურზე ჩარიცხვისათვის დადგენილი დამატებითი მოთხოვნები, რომლებიც პროფესიის სპეციფიკიდან გამომდინარე, განსაზღვრულია პროფესიული საგანმანათლებლო  პროგრამის  შესაბამისი პროფესიული სტანდარტით;

თ) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრული სხვა ინფორმაცია.“

ვ)  მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. დაწესებულება ცენტრის/დაწესებულების მიერ ორგანიზებული ტესტირების შედეგების საფუძველზე შესაბამის წელს ვერ მიიღებს აპლიკანტებს, თუ ამ მუხლის მე-4 და 41 პუნქტებით დადგენილ ვადაში არ წარადგენს ანკეტას ან არ შეავსებს სპეციალურ პროგრამას.

8. სპეციალური პროგრამის საფუძველზე ცენტრი ამუშავებს დაწესებულებების მონაცემებს ელექტრონულად და უზრუნველყოფს მონაცემთა ბაზების ფორმირებას, ხოლო ანკეტების საფუძველზე სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტი ამუშავებს დაწესებულებების მონაცემებს ელექტრონულად და უზრუნველყოფს მონაცემთა ბაზების ფორმირებას.

9. ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების შემთხვევაში ცენტრი, ხოლო დაწესებულების მიერ ორგანიზებული ტესტირების შემთხვევაში − სამინისტრო სპეციალურ პროგრამაში/ანკეტაში გათვალისწინებულ ელექტრონულად დამუშავებულ ინფორმაციას განათავსებს შესაბამისად ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე ან/და პროფესიული განათლების საინფორმაციო პორტალზე. ცენტრის მიერ განთავსებულ ელექტრონულ ინფორმაციაში აისახება საქართველოში არსებული ის დაწესებულებები და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველადი საფეხურები, რომლებზეც ტესტირების საფუძველზე იწარმოებს აპლიკანტთა მიღება, ხოლო სამინისტროს მიერ განთავსებულ ელექტრონულ ინფორმაციაში  - საქართველოში არსებული ის დაწესებულებები და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემდგომი საფეხურები, რომლებზეც ტესტირების საფუძველზე იწარმოებს აპლიკანტთა მიღება.”

2. 34-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12, მე-13 და მე-14 პუნქტები:

,,12. აპლიკანტები, რომლებიც დაწესებულების მიერ ორგანიზებულ ტესტირებაში მონაწილეობის მიღების მიზნით მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ვადების განმავლობაში ამ დებულებით დადგენილი წესით არ დარეგისტრირდნენ 2013 წლის შემოდგომის პროფესიულ ტესტირებაზე თუმცა მოხვდნენ ამ დებულების 24-ე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ რანჟირების დოკუმენტში და დაწესებულებაში ჩაირიცხნენ დაწესებულების ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ჩაითვალონ ამ დებულების შესაბამისად რეგისტრირებულებად.

13. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული პროფესიული სტუდენტები პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემდგომ საფეხურზე სწავლის უფლებას მოიპოვებენ 2014 წლის შემოდგომაზე დაწესებულების მიერ ორგანიზებული ტესტირების საფუძველზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების მიერ სწავლის დაწყებისთანავე.

14. ამ მუხლის მე-12 პუნქტის შესრულების მიზნით, დაევალოს შესაბამის დაწესებულებებს  ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების შესახებ მონაცემების საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ასახვა  და ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისათვის 2014 წლის შემოდგომაზე დაწესებულების მიერ ორგანიზებული ტესტირების საფუძველზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების მიერ სწავლის დაწყებამდე პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერება ამ ბრძანების ამოქმედებიდან 5  დღის ვადაში.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე