დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 188 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 08/03/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/03/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 23/10/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.016295 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებაში (ვებგვერდი, 22/01/2014, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016271) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული:
1. №27 დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრი (განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის, სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის, შეიარაღების სამმართველოს, პირადი დაცვის სპეციალური სამმართველოს, სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტისა და სამობილიზაციო სამმართველოს გარდა)“. 2. №55 დანართი ამოღებულ იქნეს. 3. №52, №56, №59, №60 და №62 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 4. №65 დანართის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სასაზღვრო პოლიციის მფრინავებსა და მფრინავთა შემადგენლობას თანამდებობრივ სარგოზე ეძლევათ დანამატი შემდეგი ოდენობით:
4. სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს: საავიაციო და რადიო-ელექტრონული მოწყობილობების შემოწმების და შეკეთების განყოფილებისა და საფრენი აპარატების ტექნიკური ექსპლუატაციის განყოფილების თანამშრომლებს დაუწესდეთ თანამდებობრივ სარგოზე ყოველთვიური დანამატი შემდეგი ოდენობით:
“. |
| მუხლი 2 |
1. ეს ბრძანება, გარდა №27 დანართის, №62 დანართის და №65 დანართის მე-3 და მე-4 პუნქტებისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. №27 დანართის და №65 დანართის მე-4 პუნქტი ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან , №62 დანართის და 65 დანართის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2014 წლის 29 იანვრიდან. |
|
,,დანართი №52
|
სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელობა, ადმინისტრაცია, საფინანსო-სამეურნეო სამმართველო, სასაზღვრო მონიტორინგის, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების სამმართველო
|
|
დანართი №56
|
სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი
|
|
დანართი №59
|
სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მმართველობა, სანაპირო დაცვის პოლიტიკის უზრუნველყოფის სამმართველო, ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველო და საკადრო უზრუნველყოფის განყოფილების აბორდაჟის ინსტრუქტორთა ჯგუფი
|
|
დანართი №60
|
სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი (სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მმართველობის, სანაპირო დაცვის პოლიტიკის უზრუნველყოფის სამმართველოს, ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს და საკადროუზრუნველყოფის განყოფილების აბორდაჟის ინსტრუქტორთა ჯგუფის გარდა)
|
|
დანართი №62
|
სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველო
|
“. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები