„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 7 აგვისტოს №317 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 513
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
მიღების თარიღი 06/03/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/03/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 03/05/2016
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.029.016193
513
06/03/2014
ვებგვერდი, 10/03/2014
040030000.22.029.016193
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 7 აგვისტოს №317 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
 
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის

ბრძანება №513

2014 წლის 6 მარტი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 7 აგვისტოს №317 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 „ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 7 აგვისტოს №317 ბრძანებაში (შემდგომში – ბრძანება) (ვებგვერდი, 09/08/2013, 040030000.22.029.016058) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პრეამბულაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის №144 დადგენილების პირველი მუხლისა და მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე,“ю

2. ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დებულებას“ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 მუხლები:

„მუხლი 31. მმართველი საბჭო

1. სააგენტოს საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებებისა და საქმიანობის სტრატეგიის განსაზღვრის მიზნით, სააგენტოში იქმნება მმართველი საბჭო.

2. მმართველი საბჭოს წევრები არიან სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანამდებობის პირები. ასევე შესაძლებელია სათათბირო ხმის უფლებით მოწვეულ იქნენ დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები და ქართველი და უცხოელი ექსპერტები, ასეთი საჭიროების შემთხვევაში.

3. მმართველი საბჭო წარმოადგენს კოლეგიურ ორგანოს. მმართველი საბჭოს წევრთა და სათათბირო ხმის უფლების მქონე პირთა შემადგენლობას ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს მინისტრი, რომელიც იმავდროულად არის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე.

4. მმართველი საბჭოს გადაწყვეტილებები სავალდებულოა სააგენტოსათვის.

5. მმართველი საბჭო გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. მმართველი საბჭოს თითო წევრს აქვს თითო ხმა.

6. მმართველი საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმათა რაოდენობის თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია მმართველი საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

7. მმართველი საბჭოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) სააგენტოს მართვის უზრუნველყოფა;

ბ) ხელი შეუწყოს სააგენტოს საქმიანობისათვის ფინანსური რესურსების მოპოვებას, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ასევე დონორებისაგან;

გ) შეიმუშავოს დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის მხარდაჭერის მიზნით განსახორციელებელი პოლიტიკა, პრიორიტეტები და პროგრამები.

 მუხლი 32. დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მიმართულებით საქმიანობის სააკორდინაციო მექანიზმი

1. სახელმწიფო უწყებათა და არასამთავრობო სექტორის დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მიმართულებით საქმიანობის კოორდინაციის მიზნით, იქმნება უწყებათაშორისი  წარმომადგენლობითი საკოორდინაციო ჯგუფი, სადაც წარმოდგენილნი იქნებიან სხვადასხვა სამინისტროების, ეროვნული და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების და დონორი ორგანიზაციების  წარმომადგენლები.

2. უწყებათაშორისი წარმომადგენლობითი საკოორდინაციო ჯგუფის შემადგენლობა განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული საკოორდინაციო ჯგუფი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს „იძულებით გადაადგილებულ პირთათვის - დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის №257 განკარგულებით.“

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრიდავით დარახველიძე