დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „I კლასის შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობის შესახებ” თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 ნოემბრის №14/4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 53 |
| დოკუმენტის მიმღები | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/02/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/03/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330090020.35.157.016157 |
|
,, I კლასის შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობის შესახებ” თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 ნოემბრის №14/4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილი იქნეს ცვლილება ,,I კლასის შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობის შესახებ”თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 ნოემბრის №14/4 დადგენილების (სსმ ვებგვერდი, 111121022, 25/11/2011, სარეგ. კოდი 330090020.35.157.016063) მე-2 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 2. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა განთავსებისთვის/მშენებლობისთვის, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“, ,,დ“, ,,ტ“, ,,უ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამუშაოებისათვის მშენებლობის ნებართვის აღება სავალდებულოა (გარდა გადაუდებლობის შემთხვევაში შენობა-ნაგებობის დროებითი გამაგრების სამუშაოებისა), თუ ასაშენებელი/დემონტაჟისთვის განკუთვნილი შენობა ნაგებობა მდებარეობს: ა) ამ დადგენილების №1 დანართით გათვალისწინებულ ზონაში; ბ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრული საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფო მნიშვნელობის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დასახლებულ პუნქტებში გამავალი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ორივე მხარეს მიმდებარე 50-მეტრიან ზოლში; გ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ ზონებში შენობა-ნაგებობის მშენებლობა/მონტაჟი აკრძალულია ან შეზღუდულია „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით); დ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ „საქართველოს კურორტებისა და საკურორტო ადგილების ნუსხის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 22 ივლისის №655 ბრძანებულებით განსაზღვრულ კურორტებსა და საკურორტო ადგილებში.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები