„ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 207
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/03/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/03/2014
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.017826
207
04/03/2014
ვებგვერდი, 05/03/2014
300160070.10.003.017826
„ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №207

2014 წლის 4 მარტი

ქ. თბილისი

 

„ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ სა­ქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის და  „ნორმატიული აქ­ტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესა­ბამისად, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დად­გენილებით (www.matsne.gov.ge, 25/12/2013, 000000000.10.003.017533) დამ­ტკიცებულ „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წე­ს­სა და მათი დაცვის ზონებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის მე-12 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემ­დე­გი რედაქციით:

„ე) ამ მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვა­ლის­წინებულ სამუშაოთა შესრულებისას დასაშვებია სპეციალური ჭრები აგ­რეთვე სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე  30 გრადუსამდე დაქა­ნე­ბის ფერდობებზე (გარდა დაცული ტერიტორიების იმ კატეგორიებისა და ზონებისა, სადაც კანონმდებლობით აკრძალულია ტყითსარგებლობა), რისთვისაც საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია ჭრების და­წ­ყებამდე 15 დღით ადრე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურ­სების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ შესაბამის  დაწესებუ­ლე­ბას, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებ­ში შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს წერილობით წარუდგინოს ტყე­კა­ფის აღრიცხვის მასალები, ჭრების განხორციელებისათვის საჭირო ტერი­ტორიის კოორდინატები  UTM კოორდინატთა სისტემაში და Shp-ფაილე­ბის ელექტრონული ვერსია. ამასთან, „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწი­ნე­ბული ველური მცენარეებისა ან მათი ნაწილების ბუნებრივი გარემოდან ამოღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო სამინისტროში შესა­ბამისი ინფორმაციის წარდგენიდან 15 სამუშაო დღის ვადაში. ამ ქვე­პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სპეციალური მიზნით ტყი­თ­­სარგებლობის წერილობითი ხელშეკრულება არ იდება;“.

2. მე-4 მუხლის მე-12 პუნქტს „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემ­დეგი შინაარსის „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები:

„ვ) ამ მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ და  „გ“ ქვეპუნქტებით გათვალის­წი­ნებულ სამუშაოთა შესრულება სპეციალური ჭრებით ასევე დასაშვებია სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე 30-დან 35 გრადუსამდე დაქა­ნების ფერდობებზე (გარდა დაცული ტერიტორიების იმ კატეგორიებისა და ზონებისა, სადაც კანონმდებლობით აკრძალულია ტყითსარგებლობა),  მათ შორის,  „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ველური მცენა­რეებისა ან მათი ნაწილების ბუნებრივი გარემოდან ამოღებით,  საქარ­თველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებისათვის, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში  შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსათვის  წინასწარი სპეციალური გა­მო­­კვლევის  მასალების და ტყეკაფის აღრიცხვის მასალების არანაკლებ ჭრე­ბის დაწყებამდე 20 დღით ადრე წარდგენისა და  უფლებამოსილი ორგა­ნოს მითითებების გათვალისწინებით.  ამასთან, „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონით გათვა­ლისწინებული ველური მცენარეებისა ან მათი ნაწილების ბუნებ­რივი გარემოდან ამოღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საქარ­თველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, შესა­ბამისი ინფორმაციის წარდგენიდან  20 სამუშაო დღის ვადაში. ამ ქვე­პუნ­ქ­ტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სპეციალური მიზნით ტყით­სარ­გებლობის წერილობითი ხელშეკრულება არ იდება;

ზ) ამ პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხ­ვევებში ელექტრული ქსელის მფლობელი პირი ვალდებულია ქმედების დაწყებიდან 2 თვის ვადაში შესაბამის მართვის ორგანოს წარუდგინოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები. სპეციალური ჭრის  შედეგად მოჭრილი ხე-ტყის გადაცემა ხორციელდება „ტყითსარგებ­ლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის 5-61 პუნქტებით დადგენილი წესით;

თ) გამონაკლის შემთხვევაში,  ელექტროგადამცემ ხაზზე საავარიო-აღდგენითი სამუშაოების განხორციელებისას, როდესაც გადაუდებელია ამ მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ან/და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოება, სპეციალური ჭრა  სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე (გარდა დაცული ტერიტორიების იმ კატეგორიებისა და ზონებისა, სადაც კანონმდებლობით აკრძალულია ტყითსარგებლობა) და­სა­შ­ვებია  წინასწარი შეტყობინების გარეშე.  სპეციალური ჭრის  შედეგად მოჭრილი ხე-ტყის გადაცემა ხორციელდება „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის 5-61 პუნ­ქტებით დადგენილი წესით.“.

3. მე-4 მუხლის მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. ავარიული შემთხვევების სალიკვიდაციო სამუშაოების წარმო­ებისას,   როდესაც ხორციელდება აუცილებელი მიწის ან/და გზის საფა­რის დაზიანება, აუცილებელია ამ მუხლის მე-14 პუნქტში აღნიშნული  ორგანოებისა და პირების  შემდგომი სავალდებულო ინფორმირება და მიყენებული ზიანის ანაზღაურება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი