დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 206 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/03/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/03/2014 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/03/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 020090000.10.003.017825 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (05/03/2014 - 19/02/2015)
|
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დაევალოთ საქართველოს სამინისტროებს და სახელმწიფო მინისტრების აპარატებს, ეთხოვოთ სახელმწიფო ბიუჯეტის სხვა მხარჯავ დაწესებულებებს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების შესაბამის აღმასრულებელ ორგანოებს: |
| მუხლი 1 |
საქართველოს სამინისტროებმა, სახელმწიფო მინისტრების აპარატებმა და სახელმწიფო ბიუჯეტის სხვა მხარჯავმა დაწესებულებებმა:
1. 2014 წლის 31 მარტამდე მოამზადონ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის 2012-2013 წლების შეფასება და ინფორმაცია 2014 წლის სამოქმედო გეგმის შესახებ, შესაბამისად №1 და №2 დანართების მიხედვით. 2. 2014 წლის 15 აპრილამდე მოამზადონ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ ინფორმაცია საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შესახებ და პროგრამების საშუალოვადიანი ბიუჯეტი შესაბამისად №3 და №4 დანართების მიხედვით. |
| მუხლი 2 |
სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა მხარჯავმა დაწესებულებებმა (გარდა საქართველოს პარლამენტისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2014 წლის 30 აპრილამდე წარუდგინონ ინფორმაცია დასაქმებულთა საორიენტაციო რიცხოვნობისა და ასიგნებების საორიენტაციო ზღვრული მოცულობის შესახებ №5 დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
საქართველოს სამინისტროებმა საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 34-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად დამტკიცებული თავიანთი საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმები საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარადგინონ 2014 წლის 3 ივლისამდე. |
| მუხლი 4 |
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 34-ე მუხლის მე-6 ნაწილის მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს მთავრობას წარმოუდგინოს ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის პირველადი ვარიანტი. |
| მუხლი 5 |
ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისმა აღმასრულებელმა ორგანოებმა 2014 წლის 1 აგვისტომდე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოს მიერ მოწონებული, ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტი. |
| მუხლი 6 |
ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელმა ორგანოებმა (გარდა ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისა) ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულებთან ‑ გუბერნატორებთან შეთანხმებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2014 წლის 15 ნოემბრამდე წარუდგინონ ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტის შესახებ. |
| მუხლი 7 |
ამ დადგენილების შესრულების კონტროლი და კოორდინაცია განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ. |
| მუხლი 8 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №37 დადგენილება. |
| მუხლი 9 |
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 მარტიდან. |
|
დანართი №1
|
საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის 2012-2013 წლების შეფასება
|
_________________________________________________________________
(დასახელება)
შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია მიღწეული შედეგების აღწერა ცალკეული ღონისძიებების ან პროგრამების მიხედვით, იგი წარმოდგენილი უნდა იქნეს მთლიანი პრიორიტეტის მასშტაბით. დანართი №2
ინფორმაცია 2014 წლის სამოქმედო გეგმის შესახებ _______________________________________________________________ (დასახელება)
შენიშვნები: 1. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია მოსალოდნელი შედეგების აღწერა ცალკეული ღონისძიებების ან პროგრამების მიხედვით, იგი წარმოდგენილი უნდა იქნეს მთლიანი პრიორიტეტის მასშტაბით. 2. პრიორიტეტში იგულისხმება სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტები, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა მხარჯავი დაწესებულებები ახორციელებენ თავიანთ პროგრამებს. დანართი №3
საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმა (2015-2018 წწ.) ___________________________________________________________ ____________________________________________________________ (დასახელება)
პრიორიტეტის1 დასახელება, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება პროგრამა ---------------------------------------------------------------------------------------------------------------- პროგრამის დასახელება და განხორციელების სავარაუდო ვადები -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- პროგრამის დასაბუთება, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- პროგრამის აღწერა --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- მოსალოდნელი შედეგები ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- შედეგების შესრულების შეფასების კრიტერიუმები ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- შენიშვნა: პრიორიტეტში იგულისხმება ბიუჯეტის პრიორიტეტები, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა მხარჯავი დაწესებულებები ახორციელებენ თავიანთ პროგრამებს. დანართი №4 პროგრამების საშუალოვადიანი ბიუჯეტი ---------------------------------------------------------------------------------------- (დასახელება)
შენიშვნა: პრიორიტეტში იგულისხმება ბიუჯეტის პრიორიტეტები, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა მხარჯავი დაწესებულებები ახორციელებენ თავიანთ პროგრამებს. დანართი №5 ინფორმაცია დასაქმებულთა საორიენტაციო რიცხოვნობისა და ასიგნებების საორიენტაციო ზღვრული მოცულობის შესახებ 2015-2018 წლებისათვის
შენიშვნები: 1. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სხვაობა 2014 წლის მაჩვენებელთან, უნდა იყოს წარმოდგენილი დასაბუთება ამ სხვაობასთან დაკავშირებით. 2. ასიგნებების ზღვრულ მოცულობებში გათვალისწინებული არ უნდა იყოს დონორების დაფინანსებული პროექტების და ამ პროექტებში თანამონაწილეობის სახსრები. 3. დანართ №5-ში წამოდგენილი ინფორმაცია დასაქმებულთა საორიენტაციო რიცხოვნობისა და ასიგნებების საორიენტაციო ზღვრული მოცულობის შესახებ შევსებული უნდა იყოს თითოეული პროგრამის მიხედვით. 4. დანართებში თანხობრივი ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ათას ლარებში. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები