„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 19 ივნისის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 19 ივნისის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 06/03/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/03/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 01/06/2018
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016234
12
06/03/2014
ვებგვერდი, 06/03/2014
120340000.22.026.016234
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 19 ივნისის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №12

2014 წლის 6 მარტი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 19 ივნისის N448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 19 ივნისის №448 ბრძანებით (სსმ III 24.06.2009, №77, მუხ. 838) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-14 მუხლის მე-6 პუნქტის:

ა) ,,გ‘‘ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) ,,დ‘‘ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) სამეთაურო რგოლთან პიროვნებათშორისი ურთიერთობების, მართვის, სუიციდის რისკისა და სოციალურ-ფსიქოლოგიური კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად  ტრენინგების ორგანიზება/ ჩატარებას;‘‘;

გ) ,,ნ‘‘ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) ,,ო‘‘ და ,,პ‘‘ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ო) შეიარაღებულ ძალებში ინსტრუქტორთა შერჩევასა და მათ ტრენირებაში   მონაწილეობას;

პ) სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის მხარდაჭერის პროგრამის შემუშავებასა და იმპლემენტაციის ზედამხედველობას;‘‘.

2. მე-14 მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს ,,რ‘‘,  ,,ს‘‘, ,,ტ‘‘ და ,,უ‘‘ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

,,რ) სამხედრო მოსამსახურეთა შერჩევისა და რაციონალური გადანაწილების მიზნით, ფსიქოლოგიური ტესტირებისა და ინტერვიუირების საფუძველზე, ფსიქოლოგიური დახასიათებების შედგენას და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას;

ს) შესაბამის სასწავლო-კვლევით  ინსტიტუტებთან თანამშრომლობას, ახალი საკვლევი ინსტრუმენტების შემუშავების და ფსიქოლოგიაში თანამედროვე მიღწევების გაზიარების მიზნით;

ტ) შეიარაღებულ ძალებში ღირებულებათა სისტემის კვლევის ჩატარებას, ანალიზს და რეკომენდაციების მომზადებას;

უ) სამხედრო მოსამსახურეთა/სამოქალაქო პერსონალის სამსახურებრივი მოტივაციის შესწავლა/შეფასებას და მოტივაციის ამაღლების მიზნით ტრენინგების ჩატარებას.‘‘.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ალასანია