„ქურთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 03 თებერვლის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქურთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 03 თებერვლის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები ქურთას მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/03/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/03/2014
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.146.016058
5
04/03/2014
ვებგვერდი, 11/03/2014
190020020.35.146.016058
„ქურთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 03 თებერვლის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქურთას მუნიციპალიტეტი
 

ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2014 წლის 4 მარტი

ქ. თბილისი

 

,,ქურთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ქურთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 თებერვლის №2 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 07/02/2014, 190020020.35.146.016055) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ერთჯერად (200 ლარის ოდენობით) დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ქურთის მუნიციპალიტეტში და ჰყავთ 4 და მეტი შვილი, რომელთაგანაც ერთ-ერთი მაინც არის 0-დან 18 წლამდე“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ერთჯერად (200 ლარის ოდენობით) დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ქურთის მუნიციპალიტეტში და შეუსრულდათ 80 და მეტი წელი“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. დედ-მამით ობოლ 0-დან 18 წლამდე იძულებით გადაადგილებულ ბავშვებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ქურთის მუნიციპალიტეტში, დახმარება გაეწევა ერთჯერადად 200 ლარის ოდენობით“;

დ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ერთჯერადად (200 ლარის ოდენობით) იძულებით გადაადგილებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ქურთის მუნიციპალიტეტში, ბიუჯეტიდან გაეწევათ სოციალური დახმარება“.

ე) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ერთჯერად (200 ლარის ოდენობით) დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული ის პირები, რომლებიც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროს გახდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონენი და რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ქურთის მუნიციპალიტეტში“.

ვ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ერთჯერად (200 ლარის ოდენობით) დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ქურთის მუნიციპალიტეტში, თითოეულ დაღუპულზე“;

ზ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ერთჯერად (200 ლარის ოდენობით) დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ქურთის მუნიციპალიტეტში“;

თ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ერთჯერად (200 ლარის ოდენობით) დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ქურთის მუნიციპალიტეტში“.

ი) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ერთჯერად (200 ლარის ოდენობით) დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული უსინათლო პირები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ქურთის მუნიციპალიტეტში“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოდერძი ნებიერიძე