დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სახელმწიფო და თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | თვიმმართველი ქალაქი ბათუმი |
| მიღების თარიღი | 28/02/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/03/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200140030.35.132.016202 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (11/03/2014 - 25/02/2015)
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 08 ოქტომბრის №784 ბრძანებულებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო ადგენს: |
1.
დადგინდეს თვითმმართველ ქალაქ ბათუმში სახელმწიფო და თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი, თანახმად დანართი №1-სა. |
2.
დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიის ზონირების ტექსტური ნაწილი, თანახმად დანართი №2-სა. |
3.
დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიის ზონირების გრაფიკული ნაწილი (ზონირების რუკა), თანახმად დანართი №3-სა. |
4.
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორის ზონირების ტექსტურ ნაწილსა და გრაფიკულ ნაწილს შორის წინააღმდეგობისას უპირატესობა ენიჭება თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიის ზონირების გრაფიკულ ნაწილს. |
5.
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სახელმწი-ფო და თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 31 იანვრის №2 დადგენილება. |
6.
დადგენილება ამოქმედდეს მისი გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
სახელმწიფო და თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
|
1.
თვითმმართველ ქალაქ ბათუმში, სახელმწიფო და თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში „მიწის ნორმატიული ფასი“) დიფერენცირებულია ქ. ბათუმის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების (ქვეზონების) მიხედვით, დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
CN=IMG x ITL x C x K, სადაც: ა) CN - არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; ბ) IMG - არის ქ. ბათუმის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,75-ს; გ) ITL - არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც განისაზღვროს: გ.ა) ცენტრალური ზონის I ქვეზონისათვის - 1,5; გ.ბ) ცენტრალური ზონის II ქვეზონისათვის - 1,4; გ.გ) ცენტრალური ზონის III ქვეზონისათვის - 1,2; გ.დ) შუალედური ზონის I ქვეზონისათვის - 1; გ.ე) შუალედური ზონის II ქვეზონისათვის - 1; გ.ვ) პერიფერიული ზონის I ქვეზონისათვის - 0,8; გ.ზ) პერიფერიული ზონის II ქვეზონისათვის - 0,6; გ.თ) პერიფერიული ზონის III ქვეზონისათვის - 0,6; გ.ი) პერიფერიული ზონის IV ქვეზონისათვის - 0,5. დ) C - არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა ტოლია 0,24 ლარის. ე) K - არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი, რომლის ოდენობა დადგინდეს: ე.ა) ცენტრალური ზონის I ქვეზონისათვის - 1500; ე.ბ) ცენტრალური ზონის II ქვეზონისათვის - 1250; ე.გ) ცენტრალური ზონის III ქვეზონისათვის - 750; ე.დ) შუალედური ზონის I ქვეზონისათვის - 600; ე.ე) შუალედური ზონის II ქვეზონისათვის - 450; ე.ვ) პერიფერიული ზონის I ქვეზონისათვის - 425; ე.ზ) პერიფერიული ზონის II ქვეზონისათვის - 400; ე.თ პერიფერიული ზონის III ქვეზონისათვის - 330; ე.ი) პერიფერიული ზონის IV ქვეზონისათვის - 225. |
2.
პირველი პუნქტის მიხედვით თვითმმართველ ქალაქ ბათუმში, სახელმწიფო და თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი ოდენობით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი №2
|
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები