,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2014 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2014 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/02/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/03/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 15/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 470230000.35.165.016113
5
28/02/2014
ვებგვერდი, 11/03/2014
470230000.35.165.016113
,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2014 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
 

 საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №5

2014 წლის 28 თებერვალი

ქ. საგარეჯო

 

,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2014 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 ,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების  2014 წლის პროგრამისა და მისი ბუჯეტის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის  31 იანვრის №3 დადგენილების №1 დანართში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეილია ჭიაურელი



დანართი №1
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2014 წლის პროგრამა

მუხლი 1. პროგრამის სახელწოდება
წინამდებარე პროგრამის     სახელწოდებაა     ,,საგარეჯოს     მუნიციპალიტეტის მოსახლეობის  სოციალური დახმარების პროგრამა”.

მუხლი 2. პროგრამის განხორციელების ვადა
პროგრამის   განხორციელების   ვადა  განისაზღვრება   2014  წლის   1  იანვრიდან   2014  წლის   31  დეკემბრის ჩათვლით.

მუხლი 3. პროგრამის ბიუჯეტი
პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 448838 (ოთხას ორმოცდარვა ათას რვაას ოცდათვრამეტი) ლარს.

მუხლი 4. პროგრამის დაფინანსების წყარო
პროგრამის დაფინანსება ხორციელდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

მუხლი 5. სოციალური დახმარების სამიზნე ჯგუფები
1. ეკონომიურად  და სოციალურად გაჭირვებული  ოჯახები, რომლებიც  არ იღებენ სოციალურ შემწეობას და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა არის 57 000-დან 100000-მდე; ქულა მინიჭებული უნდა იყოს 2013-2014 წლებში.

2. ოჯახები რომლებსაც სოციალური სააგენტოს მიერ ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო შეუჩერდათ საარსებო შემწეობა.  (შეწყვეტის მიზეზის საბუთის წარმოდგენის შემთხვევაში).

3. ეკონომიურად  და სოციალურად  დაუცველ  მოქალაქეთა  სტაციონარული   მკურნალობის,  ოპერაციისა   და ლაბორატორიული გამოკვლევების, მედიკამენტების დაფინანსება.

4.მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები.

5. უდედმამო ბავშვები;

6.უპატრონო მიცვალებულები და იძულებით გადაადგილებული გარდაცვლილი პირები.

7. დიდი სამამულო ომის ვეტერანები;

8. აიპ ,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის „სათნოების სახლის’’ უფასო სასადილოების დაფინანსება.

 9. 100 წელს გადაცილებული ხანდაზმულებისთვის 150 ლარი წელიწადში.

10. განსაკუთრებულ შემთხვევბში, სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე,შესაძლებელია  გამოყოფილი იქნას სოციალური  დახმარება იმ პირების მიმართ, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ სამიზნე ჯგუფების მოთხოვნებს, თუმცა მათი ეკონომიური,სოციალური და ჯამრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.


მუხლი 6. სოციალური დახმარების ოდენობა
1. ეკონომიურად და სოციალურად გაჭირვებული ოჯახებისთვის – 100 ლარი (წელიწადში ერთჯერადად).

2. ეკონომიურად და სოციალურად გაჭირვებულ მოქალაქეთა სტაციონარული  მკურნალობის, ოპერაციისა და ლაბორატორიული, გამოკვლევების, მედიკამენტების დაფინანსება  ღირებულების 50%, მაგრამ არა უმეტეს 500 ლარისა.  სამკურნალო თანხები, რომლის 70%-მდე ანაზღაურებს საყოველთაო, ასაკობრივი ან რომელიმე სხვა დაზღვევა, შესაძლებელია დაფინანსდეს დაუფინასებელი თანხის 50%, რომელიც აღემატება 500 ლარს, არაუმეტეს 500 ლარისა.

3.მკვეთრად შეზღუდული  შესაძლებლობის  მქონე ბავშვები  (18 წლამდე) – 150 ლარი.

4. უდედმამო ბავშვები (18 წლამდე) – 50 ლარი ყოველთვიურად.

5. უპატრონო მიცვალებულები და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაკრძალვის ხარჯები – 300 ლარი.

6. დიდი სამამულო ომის ვეტერანთა სადღესასწაულო სარიტუალო ხარჯები: 9 მაისის დღესასწაულისათვის – 100 ლარი. სარიტუალო ხარჯისათვის – 250 ლარი;

7. უფასო  კვების  ობიექტები –  180000 (ასოთხმოცი ათასი)  ლარი (დაფინანსება  მოხდება  საგარეჯოს  მუნციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად).

8. 100 წელს გადაცილებული ხანდაზმულებისთვის  150 (ასორმოცდაათი) ლარი წელიწადში.

9. განსაკუთრებულ შემთხვევბში, სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, შესაძლებელია გამოყოფილ  იქნეს სოციალური დახმარება, იმ პირების მიმართ, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ  სამიზნე ჯგუფების   მოთხოვნებს, თუმცა მათი ეკონომიკური, სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა.

10. სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე შესაძლებელია სოციალური დახმარების თანხის ოდენობის გაზრდა.


მუხლი 7. სოციალური დახმარების გაცემის წესი
1.  პროგრამის   განხორციელებაზე   პასუხისმგებელი   ორგანოა   საგარეჯოს   მუნიციპალიტეტის   გამგებლის ბრძანებით   დამტკიცებული   სამუშაო   ჯგუფი, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისია,  რომლის   გადაწყვეტილება   მტკიცდება  მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით.

2. სოციალური  დახმარების  გასაცემად  საჭირო  თანხა  გამოიყოფა  მუნიციპალიტეტის  გამგებლის ბრძანების საფუძველზე, თითოეული მუხლის მიხედვით, ერთჯერადად, ამ პროგრამის შესაბამისად.

3. სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენისას მოქალაქეს დახმარებას უწევს გამგეობის   სოციალურ  საკითხთა  სამსახური,  ხოლო  წარმოდგენილი  საბუთების  სისწორეს  აკონტროლებს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით დამტკიცებული სამუშაო ჯგუფი.

4. სოციალურად დაუცველი პირი ან ოჯახი, რომელიც სოციალური  დახმარების მისაღებად ერთდროულად აკმაყოფილებს ამ პროგრამის რომელიმე მუხლის მოთხოვნას, დახმარებას მიიღებს ყველა შესაბამისი მუხლის მიხედვით.

5. სტაციონარული  მკურნალობის დაფინანსების (თანადაფინანსების),  მოქალაქეთა ერთჯერადი სოციალური დახმარებისათვის საჭირო დოკუმენტაციის  შესახებ გადაწყვეტილებას  იღებს მუნიციპალიტეტის  გამგებლის ბრძანებით   დამტკიცებული    სამუშაო   ჯგუფი. დახმარება    გაიცემა   მუნიციპალიტეტის   გამგეობის   მიერ მომსახურე ბანკში წარმოდგენილი სიის საფუძველზე ან მოქალაქის მიერ გახსნილ საბანკო ანგარიშზე.

6. არასრულწოვანი  პირის  შემთხვევაში  თანხა  ჩაირიცხება  ოჯახის  ერთ-ერთ  სრულწლოვან  წევრზე  ან/და კანონიერ წარმომადგენელზე.

7. პირმა დახმარების მისაღებად ბანკში უნდა წარადგინოს პირადობის მოწმობა.


მუხლი 8. პროგრამის განხორციელების შედეგი
პროგრამის განხორციელების შედეგი იქნება:

1. საერთო სოციალური ფონის უკეთესობისკენ შეცვლა;

2. უკიდურესად გაჭირვებულ პირთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება.


მუხლი 9. პროგრამის საინფორმაციო უზრუნველყოფა
პროგრამის   ბენეფიციარები   პროგრამით   გათვალისწინებული    ღონისძიებების   შესახებ   ინფორმირებული იქნებიან შემდეგი გზით:

1. ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები;

2. მუნიციპალიტეტის რწმუნებულები.


მუხლი 10. პროგრამის შეფასება
განხორციელებული   სოციალური   პროგრამის   ეფექტურობის   დადგენის   მიზნით  2014  წლის   დეკემბერში საგარეჯოს მუნიციპალიტეტი არასამთავრობო სექტორთან ერთად ჩაატარებს პროგრამის შეფასებას.

შეფასებისათვის ძირითადი განმსაზღვრელი იქნება შემდეგი კრიტერიუმები:

1.  სოციალური   დახმარების   სხვადასხვა   ფორმით   მოცული   მოსახლეობის   რაოდენობა   განსაზღვრული კრიტერიუმის მიხედვით.

2. სამიზნე ჯგუფების ინფორმირებულობა.

3. დახმარების მიღების პროცესის სიმარტივე და ვადები.