დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 23 დეკემბრის N19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | თიღვის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 04/03/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/03/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.145.016059 |
|
,,თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 23 დეკემბრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 23 დეკემბრის №19 დადგენილებას (სსმ, ვებგვერდი, 27/12/2013; 010250000.35.145.016052) დაემატოს №11 დანართი:
,,დანართი №11 კომპაქტურ დასახლებაში მცხოვრებ დევნილთა ოჯახების სათბობი შეშით უზრუნველყოფისათვის ფულადი დახმარების პროგრამა
(ორგანიზაციული კოდი 06 01 02)
მუხლი 1. პროგრამის მიზანი კომპაქტურ დასახლებებში მცხოვრებ დევნილთა ოჯახების სათბობი შეშით უზრუნველყოფისათვის ფულადი დახმარების გაწევა.
მუხლი 2. პროგრამის მოსარგებლეები პროგრამის მოსარგებლეები არიან თიღვის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, რომელიც ჩასახლებულია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეთის, აგრეთვე ქ. გორის, ვარიანის მეურნეობის, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წინამძღვრიანთკარის (ე.წ. „ტელევიზიის I და II კორპუსები“) და ქ. თბილისის დიღმის ტურბაზის ტერიტორიაზე, იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში (გარდა იმ ოჯახებისა, რომლებიც უზრუნველყოფილნი არიან ბუნებრივი აირის მიწოდებით) და ამ წესის შესაბამისად არ მიუღიათ ზამთრის სეზონისათვის სათბობი შეშა.
მუხლი 3. დახმარების მოცულობა დახმარების მოცულობა შეადგენს 140 ლარს.
მუხლი 4. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი 1. პროგრამით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის – რწმუნებულის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას: ა) ოჯახის წევრთა თანხმობები ოჯახის ერთ-ერთი წევრის მიერ თანხის მიღების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ბ) საბანკო ანგარიშის ნომერი. 2. საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, თიღვის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დასკვნისა და მუნიციპალიტეტის გამგებლის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე.
მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 13,85 ათასი ლარის ოდენობით”. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები