დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა მოსამსახურეების სამსახურებრივი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 1 მარტის №48 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 33 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 01/04/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/04/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/07/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100110000.22.038.016288 |
|
„პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა მოსამსახურეების სამსახურებრივი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 1 მარტის №48 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა მოსამსახურეების სამსახურებრივი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 1 მარტის №48 ბრძანებაში (სსმ, 100110000.22.038.016155, 04/03/2013) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:
|
1.
ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტის, „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულების მე-2 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 თებერვლის №137 დადგენილებით დამტკიცებული „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის“ მე-4 მუხლის მე-8 პუნქტისა და „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,“.
|
2.
ბრძანების პირველი მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა (შემდგომში - დეპარტამენტი) და მის დაქვემდებარებაში არსებული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების მოსამსახურეების (შემდგომში - მოსამსახურე) სამსახურებრივი მოწმობის (შემდგომში - მოწმობა) ფორმის თანდართული ნიმუში. მოწმობა წარმოადგენს ელექტრონულ პლასტიკურ ბარათს. მოწმობის ორივე მხარეს ფონი არის თეთრ და მწვანე ფერებში და მასზე დატანილია საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოსახულებები.“; ბ) მე-2 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ბ) ზედა ნაწილში შავი ფერის შრიფტით გამოსახულია წარწერა „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო“, ხოლო მის ქვემოთ, მწვანე ფერის შრიფტით, წარწერა - „სასჯელაღსრულების დეპარტამენტი;“;
გ) მე-2 პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.დ) ზედა ნაწილში, შავი შრიფტით ინგლისურ ენაზე აღნიშნულია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დასახელება, ხოლო მის ქვემოთ, მწვანე შრიფტით, დეპარტამენტის დასახელება; შუა ნაწილში შავი შრიფტით, ინგლისურ ენაზე აღნიშნულია მოსამსახურის სახელი და გვარი.“.
|
3.
ბრძანების დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული სახით:
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები