დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2009 წლის 29 დეკემბრის №903 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 20 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 04/03/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/03/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/06/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.038.016276 |
|
,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2009 წლის 29 დეკემბრის №903 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2009 წლის 29 დეკემბრის №903 ბრძანებით (სსმ, 159, 30/12/2009) დამტკიცებულ დებულებაში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:
|
1.
დებულების მე-5 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ბ) ხელმძღვანელობს პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებს, ზედამხედველობას უწევს ტერიტორიულ ორგანოებს, მათ მიერ მოვალეობების შესრულების მიმდინარეობას, საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას;“. ბ) მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. გ) მე-2 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ვ)საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელთა, ასევე სხვა თანამშრომელთა თანამდებობაზე დანიშვნას, გათავისუფლებას, სამსახურში აღდგენას, მათ წახალისებას, პრემირებას, კომპეტენციის ფარგლებში „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭებას,დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას, დადგენილი წესით აღძრავს შუამდგომლობას განსაკუთრებით წარჩინებული თანამშრომლების სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენის თაობაზე, ადგენს სამსახურებრივი მოწმობების ფორმას და დადგენილი ნიმუშის მიხედვით გასცემს სამსახურებრივ მოწმობებს;“. დ) მე-2 პუნქტს დაემატოს ,,ნ2“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: ,,ნ2) უფლებამოსილია პრობაციის ეროვნულ სააგენტოში შექმნას კომისიები და სამუშაო ჯგუფები;“.
|
2.
დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,მ“ ქვეპუნქტი:
,,მ) სრულწლოვან მსჯავრდებულთა თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება.“.
|
3.
დებულების მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-23 პუნქტი:
,,23. პრობაციის ეროვნული სააგენტოს სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს ჰყავს სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები.“.
|
4.
დებულების მე-9 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის ,,ჭ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,7.აღსრულების კონტროლის, სტატისტიკისა და ანალიზის სამმართველოს უფლებამოსილებას მიეკუთვნება: ა) გეგმურად ან არაგეგმურად შეამოწმოს პრობაციის ოფიცრების/თავისუფლების შეზღუდვის ოფიცრის მიერ მსჯავრდებულთა პირადი საქმისწარმოების მიმდინარეობა და კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა, შემოწმების შედეგების შესახებ შეადგინოს დასკვნა და წარუდგინოს სააგენტოს უფროსს; ბ) ამ მუხლის მე-7 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას, საჭიროების შემთხვევაში, თანამშრომლებს ჩამოართვა ახსნა-განმარტება; გ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოების საქმიანობაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით მიაწოდოს რეკომენდაციები პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსს; დ) გადასცეს შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის ასლი დაინტერესებულ მხარეს; ე) კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს განცხადებები და საჩივრები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება; ვ) მოითხოვოს სტატისტიკური ანგარიში და მოახდინოს სტატისტიკური მონაცემების შეჯამება და სისტემაში მოყვანა; ზ) შეაგროვოს პრობაციის ბიუროების საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, მოახდინოს შესაბამისი ანალიზი და კონტროლი; თ) შეიმუშაოს სტატისტიკური ფორმები; ი) განახორციელოს კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილება.“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები