დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შიდასაუწყებო წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 19 დეკემბრის №222 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 34 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 01/04/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/04/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010120000.22.038.016289 |
|
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შიდასაუწყებო წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 19 დეკემბრის №222 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შიდასაუწყებო წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 19 დეკემბრის №22 ბრძანებაში (სსმ,010120000.22.038.016084, 27/12/2011) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შიდასაუწყებო წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ“. 2. ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1 დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის თანდართული შიდასაუწყებო წესი.“. 3. ბრძანების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2 დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტროს) ცენტრალური აპარატის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის თანდართული ფორმა (დანართი №1).“. 4. ბრძანებით დამტკიცებული წესის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შიდასაუწყებო წესი“; ბ) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტროს) სისტემის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეებზე სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის (შემდგომში – მოწმობა) გაცემის ძირითად პრინციპებს, მოთხოვნებსა და პროცედურებს“; გ) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ წარდგინებას საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) სახელზე წარადგენს სამინისტროს გენერალური ინსპექცია“. 5. ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,დანართი №1 საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის ფორმა
1. სამინისტროს უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობა წარმოადგენს ნაცრისფერ პლასტიკურ ბარათს საიდენტიფიკაციო ნომრით, რომლის ზომაა 8,7სმX5,5სმ. 2. სამინისტროს უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობა უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს: ა) საჯარო სამსახურის სახელწოდებას; ბ) საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებას; გ) სამინისტროს ემბლემის გამოსახულებას; დ) სტრუქტურული ერთეულის დასახელებას (გარდა მინისტრისა და მინისტრის მოადგილისა); ე) საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოსახულებას; ვ) საჯარო მოსამსახურის ფერად ფოტოსურათს (3სმX4სმ); ზ) მოწმობის ნომერს; თ) საჯარო მოსამსახურის სახელსა და გვარს; ი) საჯარო მოსამსახურის სპეციალურ წოდებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში); კ) დაკავებულ თანამდებობას; ლ) მინისტრის ხელმოწერას; მ) მოქმედების ვადას; ნ) შემდეგი შინაარსის წარწერას: ,,უფლება აქვს ატაროს და შეინახოს ცეცხლსასროლი იარაღი“; 3. მოწმობის მეორე გვერდზე აღინიშნება მე-2 პუნქტის „ა”, „დ”, ,,თ’’, ,,ი’’, ,,კ’’, „მ” და ,,ნ“ ქვეპუნქტებში მითითებული რეკვიზიტების შესატყვისი თარგმანი ინგლისურ ენაზე.“
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება

დოკუმენტის კომენტარები