დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თელავის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ 2010 წლის 14 სექტემბრის N20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | თელავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/02/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/03/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040110030.35.163.016167 |
13
28/02/2014
ვებგვერდი, 07/03/2014
040110030.35.163.016167
„თელავის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ 2010 წლის 14 სექტემბრის N20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თელავის მუნიციპალიტეტი
|
„თელავის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ 2010 წლის 14 სექტემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს, |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „თელავის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრისN20 დადგენილებაში და დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„5. გამყიდველი ვალდებულია თელავის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ან პირობიანი აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნოს თელავის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე www.telavi-gov.ge. ინფორმაციის საჯაროობის და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად საჯარო აუქციონის ფორმით მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს აგრეთვე ისეთ პერიოდულ გამოცემაში, რომელიც გამოიცემა არანაკლებ კვირაში ხუთჯერ და ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები