„თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 მარტის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 მარტის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები თელავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/02/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/03/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.163.016166
12
28/02/2014
ვებგვერდი, 07/03/2014
010250020.35.163.016166
„თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 მარტის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
თელავის მუნიციპალიტეტი
 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №12

2014 წლის 28 თებერვალი

ქ. თელავი

 

„თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 მარტის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  საფუძველზე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
1.  შეტანილ იქნეს ცვლილება „თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 მარტის №18 დადგენილებაში  და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: 

მუხლი 4. სამსახურის მოსამსახურეები და მათი უფლება - მოვალეობები

1. სამსახურის მოსამსახურეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს  გამგებელი. სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურში სამუშაოდ მიიღება საქართველოს მოქალაქე 18 წლის ასაკიდან, რომელმაც იცის სახელმწიფო ენა და პიროვნული თვისებებით, განათლებით (არანაკლებ საშუალო განათლებისა), ფიზიკური მომზადებით და ჯანმრთელობის მდგომარეობით შეძლებს შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობანი.

2. სამსახურის მოსამსახურე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და სამსახურის უფროსის წინაშე.

3. სამსახურს თავისი ამოცანების შესრულების უზრუნველსაყოფად ჰყავს:

ა) სამსახურის უფროსი;

ბ) მთავარი სპეციალისტი - მოადგილე;

გ) წამყვანი სპეციალისტი;

) სპეციალისტი - ცვლის უფროსი;

) სპეციალისტი - უფროსი მეხანძრე;

) სპეციალისტი - მეხანძრე;

) სპეციალისტი - მძღოლი;

) სპეციალისტი - დისპეტჩერი (მეელსმენე);

ი) სპეციალისტი.

4. მე-3 პუნქტში ჩამოთვლილი სამსახურის მოსამსახურეების ფუნქციონალური მოვალეობები განისაზღვროს „სახანძრო დაცვის სამსახურის ორგანიზაციის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 26 ოქტომბრის N1254 ბრძანების შესაბამისად.

5. მოსამსახურის უფლებები:          

ა) სამსახურის პირადი შემადგენლობა სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას სარგებლობს საჭირო აღჭურვილობით და დადგენილი ფორმის ტანსაცმლით, რომელიც ეძლევა უფასოდ, კანონით დადგენილი პერიოდულობით;

ბ) პირადი შემადგენლობის სიცოცხლე და ჯანმრთელობა კანონმდებლობის საფუძველზე ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას;

გ) სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას თანამშრომლის დაღუპვის, დასახიჩრების და დაინვალიდების შემთხვევაში კომპენსაცია გაიცემა კანონით დადგენილი წესით.

მუხლი 2
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

                 


თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედიმიტრი ბოჭორიძე