დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | თელავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/02/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/03/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.163.016163 |
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს, |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის თანდართული დებულება. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 მარტის №18 დადგენილება. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის
დებულება |
მუხლი 1. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური
1. ეს დებულება განსაზღვრავს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის (შემდგომში ,,სამსახური’’) დანიშნულებას, მის ფუნქციებს, ამოცანებს, უფლება-მოვალეობებს და მართვის ორგანიზებას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს კანონებისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე. მუხლი 2. სამსახურის ფუნქციები და ამოცანები ა) გამგეობის სტრუქტურული ერთეულების უზრუნველყოფა საჭირო ინფორმაციით; ბ) მედიის საინფორმაციო საშუალებებთან ურთიერთობა; გ) გამგეობის მუშაობის შედეგების საინფორმაციო ბაზის წარმართვა და ანალიზი; დ) არქივის წარმოება; ე) დოკუმენტაციის შეუფერხებელი ბრუნვის უზრუნველყოფა; ვ) საკრებულოს, გამგებლის დავალებების და მათ მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების შესრულების კონტროლი; ზ) გამგეობის თათბირების ორგანიზება; თ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულების კოორდინირება;. ი) საკადრო მონაცემების ინფორმაციის ბაზის წარმოება; კ) გამგეობის სატიტულო ბლანკების, საქმისწარმოებისათვის საჭირო ბეჭდების და შტამპების გამოყენების კონტროლის უზრუნველყოფა; ლ) გამგეობაში შინაგანაწესის შესრულების უზრუნველყოფა; მ) ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის გატარება და მისი განხორციელების ორგანიზება, მოსახლეობის სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებთან და ფენებთან თანამშრომლობა, მათი ინტერესების შესწავლა-გაანალიზება, სხვადასხვა სოციალური და ჯანდაცვითი პროგრამების შემუშავება და განხორციელება. მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება შემდეგი განყოფილებებისაგან: ა) საქმისწარმოების, კადრების, ანალიზის და ინფორმაციის განყოფილება; ბ) მოქალაქეთა მომსახურების განყოფილება; გ) სოციალურ საკითხთა განყოფილება. მუხლი 4. სამსახურის მართვა, ორგანიზება 1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი. 2. სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე; ბ) წარუდგენს გამგებელს წინადადებებს ადმინისტრაციული სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინალური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; გ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; დ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; 3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. მუხლი 5. სამსახურის განყოფილების უფროსი ა) ანაწილებს ფუნქციებს მისდამი დაქვემდებარებული განყოფილების მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ სათანადო მითითებებს; ბ) ზედამხედველობას უწევს განყოფილების მოსამსახურეების მიერ მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; გ) ხელს აწერს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტაციას; დ) სამსახურის უფროსს აბარებს ანგარიშს განყოფილების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ე) ასრულებს ამ დებულებით და გამგეობის დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს; მუხლი 6. სამსახურის მოსამსახურე 1. სამსახურის მოსამსახურეს „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ანთავისუფლებს გამგებელი. 2. მოსამსახურე პასუხისმგებელია გამგებლის, სამსახურის უფროსის წინაშე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე; 3. მოსამსახურე უზრუნველყოფს გამგებლის, სამსახურის უფროსის, აგრეთვე თვითმმართველობის სამართლებრივი აქტებით დაკისრებული უფლება–მოვალეობების შესრულებას. მუხლი 7. განყოფილებების ფუნქციები 1. საქმისწარმოების, კადრების, ანალიზისა და ინფორმაციის განყოფილების ფუნქციები: ა) ერთიანი საქმისწარმოების უზრუნველყოფა; ბ) გამგეობის არქივის წარმოება; გ) გამგეობის სატიტულო ბლანკების, ბეჭდების, შტამპის გამოყენების კონტროლი; დ) საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება; ე) მედიასაშუალებებთნ ურთიერთობის ორგანიზება. 2. მოქალაქეთა მომსახურების განყოფილების ფუნქციებია: ა) წერილების, განცხადებებისა და საჩივრების მიღება-ჩაბარება; ბ) მოქალაქეთათვის კონსულტაციებისა და განმარტებების მიცემა; გ) ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაში შემავალ ყველა საკითხთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა მოქალაქეთათვის. 3. სოციალურ საკითხთა განყოფილების ფუნქციებია: ა) ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის გატარება და მისი განხორციელების ორგანიზება. მოსახლეობის სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებთან და ფენებთან თანამშრომლობა, მათი ინტერესების შესწავლა-გაანალიზება, სხვადასხვა სოციალური და ჯანდაცვითი პროგრამების შემუშავება და განხორციელება; ბ) მოიპოვებს, ამუშავებს და აანალიზებს ინფორმაციას მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. გ) თანამშომლობა სოციალური მომსახურების სააგენტოსთან, მათი მონაცემთა ბაზით მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინფორმირებული უზრუნველყოფა გამგეობის ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულების დახმარებით; დ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ვეტერანებისა და იძულებით გადაადგილებული პირების, ბავშვთა სახლების აღსაზრდელების სოციალური დახმარების პროგრამაში მათი ინტერესების გათვალისწინება და კანონით დადგენილი უფლებების რეალიზაცია; ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახებისათვის დახმარების გაწევის ორგანიზება; ვ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა; ზ) დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში გასატარებელ ღონისძიებათა შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია. მუხლი 8. დასკვნითი დებულება
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები