დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირების ნორმატიული ფასის და წლიური საიჯარო ქირის დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | თელავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/02/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/03/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/04/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 370070000.35.163.016160 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (07/03/2014 - 23/04/2014)
|
თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირების ნორმატიული ფასის და წლიური საიჯარო ქირის დადგენის შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ქ. თელავის ტერიტორიის ზონირება დანართი №1-ის შესაბამისად. |
მუხლი 2.
დადგინდეს თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართი №3-ის შესაბამისად. |
დამტკიცდეს ქ.თელავის ზონირების რუკა დანართი № 2-ის შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
დადგინდეს თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართი N3-ის შესაბამისად. |
| მუხლი 4 |
დადგინდეს თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე წლიური საიჯარო ქირა 1 კვ.მ-ზე დანართი №4-ის შესაბამისად. |
| მუხლი 5 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირების ნორმატიული ფასის და წლიური საიჯარო ქირის დადგენის შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 17 იანვრის №3 დადგენილება. |
| მუხლი 6 |
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
ქ. თელავის ტერიტორიის ზონირება
|
| ||||||||||||||
დანართი N2
|
ქ.თელავის ზონირების რუკა
|
ზონირების რუკა
|
დანართი №3
|
თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ |
მუხლი 1. ქ. თელავში სახელმწიფო და თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში `მიწის ნორმატიული ფასი~) დიფერენცირებულია ქ. თელავის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით, დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით: CN=IMG X ITL XCXK K, სადაც:
1. CN N არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; 2. IMG G არის ქ. თელავის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,53-ს; 3. ITL L არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის: ა) ცენტრალური ზონისათვის _ 1,3-ს; ბ) შუალედური ზონისათვის _ 1-ს; გ) პერიფერიული ზონისათვის _ 0,7-ს; 4. C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს. 5. K _ არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა დიფერნცირებულია მე-2 პუნქტში მითითებული თითოეული ზონის მიხედვით. მუხლი 2. 1. პირველი პუნქტის მიხედვით ქ. თელავში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
2. თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. თელავის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 9,54 ლარს. 3. თელავის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. თელავის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 25%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 4,77 ლარს. 4. თელავის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი ,,საქართველოს შიგასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის N554 ბრძანებულებით განსაზღვრულ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. თელავის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 9,54 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ფასი. | |||||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი №4
|
თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე წლიური საიჯარო ქირა 1 კვ.მ-ზე |
მუხლი 1. ქ. თელავში სახელმწიფო და თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრ მიწაზე საიჯარო ქირა დიფერენცირებულია ქ. თელავის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით, დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით: CN=IMG X ITL XCXK K, სადაც:
1. CN N არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საიჯარო ქირა; 2. IMG G არის ქ. თელავის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,53-ს; 3. ITL L არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის: ა) ცენტრალური ზონისათვის _ 1,3-ს; ბ) შუალედური ზონისათვის _ 1-ს; გ) პერიფერიული ზონისათვის _ 0,7-ს; 4. C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს. 5. K _ არის მიწის საიჯარო ქირის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა დიფერნცირებულია მე-2 მუხლში მითითებული თითოეული ზონის მიხედვით. მუხლი 2. 1. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ.მეტრზე საიჯარო ქირა ქ.თელავისათვის დადგინდეს შემდეგი სახით:
2. თელავის მუნიციპალიტეტის საზღვრებში შემავალ ტერიტორიაზე გარდა მე-2-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ტერიტორიისა საიჯარო ქირა დადგინდეს 1 კვ.მეტრზე - 0,178 ლარი . | |||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები