დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | სიღნაღის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/02/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/03/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200140030.35.168.016101 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
4
28/02/2014
ვებგვერდი, 07/03/2014
200140030.35.168.016101
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (07/03/2014 - 27/03/2014)
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ქ’ ქვეპუნქტის, ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართი №1-ის მიხედვით. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 26 თებერვლის №8 დადგენილება. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №
1
|
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
|
1.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დიფერენცირებულია ტერიტორიის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
CN=IMG X ITL X C X K, სადაც: |
ა)
CN – არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; |
ბ)
IMG – არის ქ. სიღნაღის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც შეადგენს 0,28-ს; |
გ)
IT L – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი უდრის 1-ს; |
დ)
C – არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს; |
ე)
K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 95-ს. |
2.
პირველი პუნქტის მიხედვით ქალაქ სიღნაღის, ქალაქ წნორის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 მ2 მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს შემდეგი სახით:
| |||||||||||||||||||||||
3.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ სიღნაღის და ქ. წნორის ტერიტორიაზე დადგენილი ნორმატიული ფასის 50%-ით. |
4.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებს შორის დასახლებათა არეალში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ სიღნაღის და ქ. წნორის ტერიტორიაზე დადგენილი ნორმატიული ფასის 25%-ით. |
5.
დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდა-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ სიღნაღის და ქ. წნორის ტერიტორიაზე დადგენილი ნორმატიული ფასის არანაკლებ 50 პროცენტით. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-3 და მე-4 პუნქტებში აღნიშნული წესი. |
2.
05/02/2015 -
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება -
5 -
ვებგვერდი, 09/02/2015
1.
27/03/2014 -
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება -
7 -
ვებგვერდი, 02/04/2014
დოკუმენტის ცვლილებები
2
მიღების თარიღი : 05/02/2015
გამოქ. თარიღი : 09/02/2015
დოკუმენტის ნომერი : 5
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის
განსაზღვრის შესახებ
1
მიღების თარიღი : 27/03/2014
გამოქ. თარიღი : 02/04/2014
დოკუმენტის ნომერი : 7
,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ”სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 თებერვლის №4 დადგენილებაში
ცვლილების შეტანის შესახებ
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები