დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/02/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/03/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.158.016148 |
|
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ”ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №33 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www. matsne. gov.ge), 31.12.2013წ. სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.158.016145) შევიდეს შემდეგი ცვლილება: |
| მუხლი 1 |
დადგენილების 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით.“.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით.”.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 3 |
დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 11555,873 ათ. ლარის ოდენობით .“.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 4 |
დადგენილების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები.”.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 5 |
დადგენილების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 351,560 ათ. ლარის ოდენობით.”.
|
| მუხლი 6 |
დადგენილების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 9101,313 ათ. ლარის ოდენობით.”.
|
| მუხლი 7 |
დადგენილების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 10522,133 ათ. ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით.“.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 8 |
დადგენილების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 1830,475 ათ. ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 1865,475 ათ. ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით.
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 35,0 ათ. ლარის ოდენობით, მათ შორის.“.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 9 |
დადგენილების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით.“.
|
| მუხლი 10 |
დადგენილების მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს (-796,735) ათ.ლარის ოდენობით.“. |
| მუხლი 11 |
დადგენილების მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 16. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები 1.თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება. ხანძრისა და სტიქიური უბედურების შემთხვევების დროს მოსახლეობისა და მათი ქონების დასაცავად ადგილზე დროული მისვლა და კვალიფიციური დახმარების აღმოჩენა; საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელება.შეიარაღებული ძალების თავდაცვის უნარიანობის ამაღლების მიზნით ხორციელდება მოსწავლეთა პირველადი აღწერა, წვევანდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირება და სამედიცინო შემოწმება, ასევე სარეზერვო ძალების მობილიზება. ა) საგანგებო სიტუაციების მართვა. ხანძრისა და სტიქიური უბედურების შემთხვევების დროს მოსახლეობისა და მათი ქონების დასაცავად ადგილზე დროული მისვლა და კვალიფიციური დახმარების აღმოჩენა; საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელება; ბ) ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა. შეიარაღებული ძალების თავდაცვის უნარიანობის ამაღლების მიზნით ხორციელდება მოსწავლეთა პირველადი აღწერა, წვევანდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირება და სამედიცინო შემოწმება, ასევე სარეზერვო ძალების მობილიზება. 2.ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია. მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე 2014 წლის განმავლობაში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, გარე განათების მშენებლობა-ექსპლუატაცია, საკანალიზაციო და ჩამდინარე წყლების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია, გარამოს დაცვის ღონისძიებები, მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების რეაბილიტაცია, სასაფლაოების მოვლა. შადრევნების. სპორტული მოედნების და დასვენების პარკის მშენებლობა-რეაბილიტაცია. ა) საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია . პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გზების რეაბილიტაცია, ქ.ბოლნისში ქუჩების რეაბილიტაცია, ზამთრის სეზონზე მუნიციპალიტეტის გზების და ქუჩების თოვლის საფარისაგან გაწმენდა. ბ) კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სარწყავი არხების რეაბილიტაცია, სასმელი წყლით მომარაგების სამუშაოები, გარე განათების ქსელის მშენებლობა-ექსპლუატაცია , ქ. ბოლნისში საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია, გარემოს დაცვის ღონისძიებები: საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება-გატანა, ქვეწარმავლების და მაწანწალა ცხოველების დასახლებული პუნქტებიდან გადაყვანა, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების რეაბილიტაცია, სასაფლაოების მოვლა. ბ.ა) სარწყავი არხების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია . ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სარწყავი არხების მშენებლობა, არსებული არხების გაწმენდა. ბ.ბ) წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია. ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიულიორგანოების სასმელი წყლის მომარაგების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია. ბ.გ) გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია. ღამის პერიოდში მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის, ისტორიული ძეგლებისა და ტაძრების ფასადების, სკვერებისა და ბულვარების განათებისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გარე განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება, სოფ. რაჭისუბანში ცენტრალურ გზაზე გარე განათების მსენებსლობა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია და გახარჯული ელექტროენერგიის ხარჯები . ბ.დ) ჩამდინარე წყლების მართვა. ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება ქ. ბოლნისში სანიაღვრე სისტემის ნაწილის მშენებლობა-რეაბილტაცია. ქ. ბოლნისში საკანალიზაციო სისტემების მშენებლობა. ბ.ე) გარემოს დაცვითი ღონისძიებები. მუნიციპალიტეტის ერთ–ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა–დასუფთავება და ნარჩენების გატანა. მუნიციპალიტეტში მაწანწალა ცხოველების არსებობა სხვადასხვა ვირუსული დაავადების და ცოფის გავრცელების ძირითად საფრთხეს წარმოადგენს, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ცხოველების დაჭერა და მათი გადაყვანა სპეციალიზირებულ თავშესაფარში, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მათი რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა და შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილება. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით მუნიციპალიტეტის მიერ დაფინასდება დასახლებულ პუნქტებში ქვეწარმავლების დაჭერა - უსაფრთხო ადგილზე გაყვანის მომსახურება. ბ.ვ) ბინათმშენებლობა. ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების რეაბილიტაცია, ქალაქ ბოლნისში დავით აღმაშენებლის ქ. № 37 და №41, სულხან-საბა ორბელიანის ქ. №185 და სიონის ქ.№1. დაბა კაზრეთში №40/1, №60/4, № 95/102, №97/4 და №107 მდებარე კორპუსები. ბ.ზ) სასაფლაოების მოვლა. ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქ. ბოლნისში სასაფლაოს ღობის მშენებლობა/რეაბილიტაციის სამუშაოები. გ) მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული სკვერებისა და პარკების, შადრევნების მოვლა-პატრონობის ღონისძიებები. გ.ა) შადრევნების, დასვენების პარკის და სკვერების მშენებლობა-რეაბილიტაცია, მოვლა-პატრონობა. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება შპს „კულტურისა და დასვენების პარკი“ რომელიც განახორციელებს არსებული პარკის მოვლა–პატრონობას, არსებული შადრევნების ექსპლოატაცია. განხორციელდება ცენტრალური პარკის განათების და ფასადის რეაბილიტაცია. გ.ბ) საექიმო ამბულატორიების რეაბილიტაცია. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სოფ. ჭაპალაში ახლი საექიმო ამბულატორიის გარე კომუნიკაციის მოწყობის სამუშაოები. 3. განათლება. მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად თვითმმართველობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. მუნიციპალიტეტი ხელსშეუწყობს ასევე უნარშეზღუდულ ბავშვების სწავლას და მათ ინტეგრირებას საზოგადოებაში. ა) სკოლამდელი განათლება. პროგრამის გატვალისწინებულია მუნიციპალიტეტის საბავშო ბაგა-ბაღების დაფინანსება, ასევე ბაგა-ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოები. ა.ა) სკოლამდელი განათლება. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ააიპ „ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის დაწესებულება“. ბოლნისის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 12 საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას იღებს საშუალოდ 1000 ბავშვი. სკოლანდელი დაწესებულების დაფინანსება ხორციელდება სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან. მუნიციპალიტეტი ხელსუწყობს ბაღების მატერიალური ბაზის გაუმჯობესებას, კვებას და დასაქმებულთა სტაბილურ შრომის ანაზღაურებას. ა.ბ) ბაგა-ბაღების რეაბილიტაცია. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება, საბავშო ბაგა-ბაღების სარემონტო სამუშაოები. ბ) უნარშეზღუდული ბავშვების სწავლის დაფინანსება. ქვეპროგრამა ითვალისწინებს ააიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო, სარეაბილიტაციო ცენტრი „განთიადი“-ს დაფინანსებას, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები უნარშეზღუდულ ბავშვების საზოგადოებასთან ინტეგრირებას და მათ საგამანათლებლო სარეაბილიტაციო ცენტრში სწავლას. 4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი. ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, თვითმმართველობა განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, სპორტული მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაციას. ასევე გაგრძელდება ბოლნისის ეპარქიის ფინანსური მხარდაჭერა ეკლესიების, მონასტრების რესტავრაცია და შემდგომი აღორძინებისათვის. ა) სპორტის განვითარების ხელშეწყობა. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება, სპორტული მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაციას.. ა.ა) სპორტული სკოლები. ქვეპროგრამა მოიცავს ააიპ „სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულება – ბოლნისის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი“-ს დაფინანსებას, სადაც ფუნქციონირებს სპორტის სხვადასხვა სახეობების წრები და უზრუნველყოფს ამ სახეობების განვითარებას, მოზარდთა მაქსიმალური რაოდენობის ჩაბმას და მათთვის საწვრთნელი პირობების შექმნას. ა.ბ) საჭადრაკო სკოლის დაფინანსება. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება საჭადრაკო სკოლა ‘ნონა“ რაც ხელსშეუწყობს ამ სპორტის განვითარებას და პოპულარიზაციას მუნიციპალიტეტში. ა.გ) საფეხბურთო კლუბი „სიონი“-ს დაფინანსება. ქვეპროგრამა მოიცავს საფეხბურთო კლუბი „სიონი“ –ს უმაღლეს ლიგაში მონაწილეობის ხელშეწყობას. ა.დ) სპორტული კლუბების დაფინანსება. ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ააიპ „რაგბის კლუბი ბოლნისი“-ს უმაღლეს ლიგაში მონაწილეობის ხელშეწყობა. ა.ე) სპორტული მოედნებისა მშენებლობა-რეაბილიტაცია. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქ.ბოლნისში ცენტრალური სტადიონის, სოფ. ნახიდურში, სოფ.რაჭისუბანში და დაბა კაზრეთში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია. ბ) კულტურის განვითარების ხელშეწყობა. კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. ბ.ა) საკლუბო, საბიბლიოთეკო, სამუზეუმო გაერთიანება. ქვეპროგრამა ითვალისწინებს ააიპ „ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკლუბო, საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანება“-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებების დაფინანსებას, როგორებიცაა: ხელოვნების დარგების განვითარების ხელშეწყობა, ლიტერატურული და თოჯინური თეატრების აღორძინება, ხალხური რეწვის დარგების აღორძინება და პოპულარიზაცია, ნიჭიერი ინდივიდუალური შემსრულებლებისა და შემოქმედებითი კოლექტივების საქმიანობის ხელშეწყობა, სამუსიკო და ქორეოგრაფიული ნიმუშების შესწავლისა და პოპულარიზაციისათვის სათანადო პირობების შექმნა. სამუზეუმო ნიმუშების პოპულარიზაციას, გამოფენას და მოვლა-შენახვას. ბიბილიოგრაფიული და საინფორმაციო მუშაობის ხელშეწყობას, წიგნადი ფონდების შევსება დაკომპლექტებას და სრულ აღრიცხვას. ბ.ბ) მუსიკალური სკოლა. ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ააიპ „ბოლნისის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლა“ სადაც სწავლობს 130 -მდე მოსწავლე, რაც ხელს შეუწყობს მოზარდ თაობაში ხელოვნების განვითარებას. ბ.გ) თეატრის დაფინანსება. ააიპ „ბოლნისის მუნიციპალიტეტის თეატრი“ მიერ ორგანიზებული ღონისძიებების დაფინანსებას, როგორებიცაა: მხატვრული აღზრდის პროპაგანდა, ეროვნული თეატრალური ხელოვნების განვითარება, სასცენო ხელოვნების განმტკიცება, ტრადიციების აღორძინება და განვითარება, ზოგადსაკაცობრიო იდეალების პროპაგანდა, საზოგადოებისა და ახალგაზრდობის ზნეობრივი და სულიერი სამყაროს გამდიდრება. გ) რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ბოლნისის ეპარქიის ფინანსური მხარდაჭერა, ახალი ტაძრების მსენებლობაშ, ისტორიული ეკლესია-მონასტრების აღდგენაში და მათ შემდგომი აღორძინებაში. დ) ტელე-რადიო მაუწყებლობა და საგამომცემლო საქმიანობა. პროგრამა ითვალისწინებს შპს „გაზეთი ბოლნისი“-ს დაფინანსებას ფუნქციონირებისათვის, რომელიც ახორციელებს, ახალი ამბების და კულტურული და სპორტული ღონისძიებების გაშუქებას. 5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. თვითმმართველობა არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებითა და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ ქალაქის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. ა) ჯანდაცვის პროგრამები. პროგრამა ითვალისწინებს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას. ა.ა) საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება. ქვეპროგრამა ითვალისწინებს ააიპ „დაავადებათა აღრიცხვის, კონტროლის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და პრევენციული მედიცინის ცენტრი“-ს დაფინანსებას, რომლის მიერ განახორციელდება: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეპიდკეთილსაიმედო სიტუაციის შექმნა და შენარჩუნება; ეპიდსიტუაციის გამწვავების დროული გამოვლენის ხელშეწყობა და მათზე სწრაფი რეაგირება; მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში არაგადამდებ დავადებათა პრევენციის და ჯანმრთელობაზე მავნე ფაქტორების ზემოქმედებაზე მოსახლეობის ინფორმირების გზით ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა; სადერატიზაციო, სადეზინსექციო და სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება, ორგანიზაციებში, სკვერებში, ნაგვის შემკრებ ბუნკერებსი; მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობის გზით ეპიკეთილსაიმედო სიტუაციის შექმნა. ბ) სოციალური პროგრამები. პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, სტუდენტთა და სპორცმენთა სოციალურ დახმარებას, იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ბ.ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა. ქვეპროგრამა ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (I და II ჯგუფის) უსინათლო ინვალიდების 100 ლარის ოდენობით ყოველთვიურ დახმარებას, შეზღუდული შესაძლებლობების პირების რომლებიც ვერახერხებენ დამოუკიდებლად გადაადგილებას 100 ლარის ოდენობით , ხოლო ვინც ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გადაადგილებას და არ გააჩნიათ იურიდიული მარჩენალი 300 ლარის ოდენობით ყოველთვიურ დახმარებას . ბ.ბ) ხანდაზმულთა სახლის და უფასო სასადილო დაფინანსება. ქვეპროგრამა ითვალისწინებს ააიპ -„ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ,,ბოლნისის სათნოების სახლი“ დაფინანსებას რომლის მიერ განხორციელდება: უმწეო მდგომარეობაში მყოფი მოხუცების თავშესაფრით, კვებითა და სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა. ასევე სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და სხვა უმწეო მდგომარეობაში მყოფი 350-მდე ბენეფიციარის ყოველდღიურად კვებით უზრუნველყოფა. ბ.გ) სტუდენტთა და სპორტსმენთა დახმარება. ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტში მცხოვრები მრავალშვილიანი (სამი და მეტი), სოციალურად დაუცველი (0-დან 70001 ქულამდე), ოჯახში 2 ან მეტი , ობოლი ან მარჩენალდაკარგული, იძულებით გადაადგილებული სტუდენტების დახმარება, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებლებში (ბაკალავრიატი ან მაგისტრატურა). ზემოთ ჩამოთვლილი სამი ან მეტ კატეგორიის მქონე სტუდენტები დაფინანსდებიან 70,0 ლარით ხოლო დანარჩენი 50,0 ლარით ყოველთვიურად (01თებერვლიდან -01 აგვისტომდე და 01 სექტემბრიდან-31 დეკემბრამდე პერიოდში) . მუნიციპალიტეტში მცხოვრები სპორცმენების ყოველთვიური დახმარება არაუმეტეს 200 ლარისა, რომლებმაც 2013-2014 წლებში მიაღწიეს/მიაღწევენ წარმატებებს (ჩემპიონები და პრიზიორები),ასევე სპორტსმენები რომლებიც პროგრამის მოქმედების პერიოდში გახდებიან ჩემპიონები ან პრიზიორები მიიღებენ ერთჯერად დახმარებას (მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი 1000 ლარის ოდენობით, ხოლო პრიზიორი 500ლარის ოდენობით, საქართველოს ჩემპიონი 500ლარის ოდენობით, ხოლო პრიზიორი 200ლარის ოდენობით). ბ.დ) სამედიცინო უზრუნველყოფა. ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტში მცხოვრები ონკოლოგიური ავადმყოფების სამედიცინო დახმარება,ფსორიაზით დავადებული ბენეფიციარების დახმარება, სოციალურად დაუცველი (0-დან 150 001 ქულამდე ) ,დედ-მამით ობოლი არასრულწლოვნები, შეზღუდული შესაძლებლობის პირები, ომის ვეტერანები და იძულებით გადაადგილებული პირები , რომელთაც არაფინანსებს ან ნაწილობრივ აფინანსებს საყოველთაო დაზღვევა, რეფერალური პროგრამები და სხვა ჯანმრთელობის დაზღვევები. ბ.ე) ავადმყოფთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა. ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქრონიკულად დაავადებული პირების მედიკამენტებით უზრუნველყოფა, შემდეგ კატეგორიებზე: ეპილეფსია, ბრონჰიალური ასთმა, პარკინსონი და ონკოლოგიური . ბ.ვ) მატერიალური დახმარებები. ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია დახმარებები სოციალურად დაუცველი და განსაკუთრებით ეკონომიკურად შეჭირვებულ მოსახლეობაზე რომლებიც მოცემულ სიტუაციაში ვერსარგებლობენ სოციალურად დაუცველის სტატუსით. ბოლნისის ტერიტორიაზე მცხოვრებ ავადმყოფებს რომლებიც საჭიროებენ ჰემოდიალიზით მკურნალობას გაეწევა დახმარება ყოველთვიურად 50 ლარის ოდენობით. ბ.ზ) ომის ვეტერანთა და მათთან გათანაბრებულ პირთა ერთჯერადი მატერიალური დახმარება. ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახების, ვეტერანების და მათთან გათანაბრებული პირების ერთჯერადი მატერიალური დახმარება თითოეულზე 300 ლარის ოდენობით. ბ.თ) პედაგოგების, დევნილების და მოქალაქეების მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეღავათების ხარჯი. ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია შპს „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სამსახური“-ს დაფინანსება შიდა მუნიციპალური ტრანსპორტით მუნიციპალიტეტის მოსახლეობის შეღავათიანი ტარიფით მგზავრობის შესანარჩუნებლად. ბ.ი) სარიტუალო მომსახურების უზრუნველყოფის ხარჯები. ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ომის ვეტერანთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და მარტოხელა სოციალურად დაუცველ პირთა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, თითოეულ ბენეფიციარზე 250 ლარის ოდენობით. ბ.კ) კომუნალური გადასახადების დაფარვა. ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კომპაქტურად ჩასახლებული იძულებით გადაადგილებული ოჯახებისათვის კომუნალური გადასახადების დაფარვა და სოციალურ საცხოვრისში შესახლებული ბენეფიციარების კომუნალური გადასახადების დაფარვა. ბ.ლ) რეინტეგრირებული ოჯახების დახმარება. ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეინტეგრირებული ბავშვების ყოველთვიური მატერიალური დახმარება თვეში 100 ლარის ოდენობით. ბ.მ) სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება დაზიანებული საცხოვრებელი სახლის ზარალის ანაზღაურება , რომელიც გამოწვეული იქნება, სტიქიის , ხანძრის და სხვა უბედური შემთხვევის შედეგად. არაუმეტეს 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.“. |
| მუხლი 12 |
დადგენილების მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.“.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 13 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები