დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალური კავშირის-ცეკავშირის რიგგარეშე XXVII ყრილობის ჩატარების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01/06 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალური კავშირი- "ცეკავშირი" |
| მიღების თარიღი | 23/02/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/02/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
განცხადება
2013 წლის 20 სექტემბრის ცეკავშირის XXVI მოწვევის საბჭოს I კრების გადაწყვეტილების თანახმად და ცეკავშირის გამგეობის 2014 წლის 24 თებერვლის დადგენილებით (სხდომის ოქმი № 1, მუხ. № 1), 2014 წლის 25 აპრილს ჩატარდება საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალური კავშირის-ცეკავშირის რიგგარეშე XXVII ყრილობა შემდეგი დღის წესრიგით:
1. ცეკავშირის გამგეობის ანგარიში ყრილობებს შორის პერიოდში
მომხსენებელი – ცეკავშირის გამგეობის თავმჯდომარე როინ ადამაძე;
2. ცეკავშირის გამგეობის სარევიზიო კომისიის ანგარიში ყრილობებს შორის პერიოდში. მომხსენებელი: ცეკავშირის სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ელგუჯა შეყილაძე;
3. ცეკავშირის საბჭოს, გამგეობის და გამგეობის თავმჯდომარის არჩევნები;
მომხსენებელი – ცეკავშირის გამგეობის წევრი ვაჟა ბარბაქაძე;
4. ცეკავშირის სარევიზიო კომისიის შემადგენლობის არჩევნები ;
5. ცეკავშირის წესდები ს დამტკიცებ ა
მომხსენებელი – ცეკავშირის გამგეობის თავმჯდომარე როინ ადამაძე;
6. სხვადასხვა.
ცეკავშირის დამფუძნებელმა წევრებმა (მეპაიეებმა) ყრილობის დელეგატებისათვის მანდატების მისაღებად 2014 წლის 18 აპრილამდე წარმოადგინონ განახლებული ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან და დელეგატად არჩევის შესახებ ამონაწერი კრების ოქმიდან.
კანდიდატთა რეგისტრაციის ბოლო ვადად განისაზღვროს 2014 წლის 18 აპრილი.
ყრილობის ჩატარების დღე ჩაითვალოს სააღრიცხვო დღედ.
ყრილობის ჩატარების ადგილი და დრო გეცნობებად დამატებით.
გამგეობის თავმჯდომარე რ. ადამაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები